April 25, 2024

"ქალებმა მეტად უნდა იაქტიურონ ჯარში წასასვლელად" -

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ჯარში მეტი ქალი უნდა მიდიოდეს.

მისი თქმით, ქალებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის, თუმცა, ქალბს აქვთ პრეტენზია ჯარში მოხვედრაზე. 

 

“თავდაცვის სისტემაში 8%-ს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, ხოლო მისიებში 2.7%-ით არიან წარმოდგენილი ქალბატონები. სულ ახლახან, 25 მანდილოსანი ჩაეწერა საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც სულ ახლახან დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ინტერესი ქალების მხრიდან არის მზარდი და ჩვენ ამ მიმართულებას მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ.

 

რა თქმა უნდა, ქალებისთვის ჯარში წასვლა არ არის სავალდებულო, ეს არის ნებაყოფლობითი, მაგრამ მიმაჩნია, რომ, ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის ეს, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს მათ შორის... როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ, მეტი სურვილი გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წაკითხვა 419 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.