ირაკლი კობახიძე არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებაზე საუბრობს

" თუ ვირუსის მეორე ტალღა დაემთხვა არჩევნებამდე პერიოდს, შეიძლება, არჩევნები არ ჩატარდეს ოქტომბერში, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში", - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოვლენათა ასეთი განვითარება დემოკრატიულ პროცესს ხელს არ შეუშლის. 

 

შეიძლება, იყოს ვითარება, როდესაც წესების დაცვამ, მაგალითად საარჩევნო უბნებში პირბადეების ტარებამ, ანტისეპტიკების გამოყენებამ და ა.შ. არ მოგვცეს გარკვეულ ვითარებაში არჩევნების ჩატარების საშუალება. ამ შემთხვევაში, პასუხს იძლევა მარტივად კონსტიტუცია – თუ ასეთი ვითარება დადგა, თუკი მეორე ტალღა დაემთხვა დავუშვათ არჩევნებამდე პერიოდს, ამ შემთხევაში შეიძლება, აუცილებელი გახდეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. თუმცა ბუნებრივია, ამაშიც არ არის არაფერი ტრაგიკული. თუ ეს მოხდა ოქტომბერში და თუ ეს იქნა აუცილებელი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ოქტომბერში არ ჩატარდება არჩევნები, მაგრამ ჩატარდება პირობითად, დეკემბერში და ეს არსებით საფრთხეს მაინც არ შეუქმნის დემოკრატიულ პროცესს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

წაკითხვა 376 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 14 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.