April 25, 2024

“ასეთი უმწეო “ნაცები” მე არ მახსოვს. “ლელოს” იმედით ვუყურებ...” - თინა ხიდაშელი

“კონგრესში სულ ორი პარტიაა - რესპუბლიკელები და დემოკრატები.

ამჯერად ერთ-ერთი პარტია, რომელიც მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფია, აქვეყნებს ანგარიშს როგორც სახელმძღვანელოს ამერიკის სახელმწიფოს საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ. ეს კონკრეტული ექსპერტთა ჯგუფი წყვეტს იმ დოკუმენტში რომელი ქვეყანა, პირი ან პარტია უნდა მოხვდეს. 60 წელია მას აქვეყნებენ და პირველად შეიყვანეს ქართველი პერსონა... როდესაც მმართველი გუნდის წევრები უსირცხვილოდ აცხადებენ, რომ ეს დაბალი რანგის დოკუმენტია და მოსყიდულმა პირებმა შეადგინეს, უნდა გვახსოვდეს, მართლაც რა მნიშვნელობის დოკუმენტზეა საუბარი...” - აცხადებს ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით თინა ხიდაშელი: მე არ მახსოვს ასეთი უმწეო ნაცები” / ლელოს” იმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აღარ დატოვონ“.

 

“პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობა” სხვადასხვა ფრთით არის წარმოდგენილი. სხვათა შორის, 12 ივნისს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან არშეხვედრის მიზეზი ძალიან უსუსური იყო: მე არ მახსოვს ასეთი უმწეო “ნაცები”. გაუგებარია იმ ოპოზიციური ძალის ლოგიკა, რომელსაც უმწვავესი დებატები აქვს ხელისუფლებასთან, ეუბნება, პრორუსული ხარო და მისთვის პარლამენტში კითხვების დასმის შესაძლებლობა არ გამოიყენოს. ღარიბაშვილიმა წინასწარ თქვა, რომ კითხვებს არ უპასუხებდა - აბა, რას იტყოდა?! “ნაციონალების” ბუნება რომ ვიცი, ამის გამო მათი გაჩუმება წარმოუდგენელია და ეს არგუმენტი ძალიან სასაცილოა. რაც შეეხება პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციურ პარტიებს, მე მათაც ორად გავყოფდი: ისინი, ვინც უკვე ჩამოყალიბებული არიან პოლიტიკურ პარტიებად, და ვინც, სავარაუდოდ, არჩევნების დროს შეუერთდებიან ვინმეს... ვფიქრობ, პარლამენტს გარეთ მყოფი პოლიტიკური ძალები უნდა დაფიქრდნენ, ბრძოლას, რომელშიც ჩართვა პირველად გადაწყვიტეს, ხომ არ იწყებენ ასეთი განაცხადით, მე ჩემი ხალხი და ჩემი ძალა მყავს, საბოლოოდ რა მოხდება, არ მაინტერესებსო. ასეთი მიდგომით ისინი იმ პოლიტიკურ ძალებს წაართმევენ ხმებს, რომელთაც ცვლილების რეალური შესაძლებლობა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თინა ხიდაშელი.

 

“მომავალ არჩევნებზე ბევრად უკეთესი იქნებოდა 3-4 დიდი პოლიტიკური ძალა, რომლებიც მესამე და პირველი “ძალობისთვის” იბრძოლებდნენ. არ ვგულისხმობ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე მის განშტოებებს. ის პირველი ძალა იქნებოდა იმ პირთა ერთობა, რომლისთვისაც დღევანდელი და გუშინდელი ხელისუფლება თანაბრად მიუღებელია. დღეს არჩევანი სწორედ ასე დგას - ახალი კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, პარლამენტში შესვლის შემდეგ ამ პოლიტიკური ძალებისგან ძალიან საინტერესო მთავრობასა და მმართველობის სისტემას მივიღებთ. ახლა კი მათ მხოლოდ იმის შანსი აქვთ, ამ ბრძოლაში ერთმანეთი დაჩეხონ და საბოლოოდ გზა ისევ ამ ხელისუფლებას გაუხსნან”, - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “მესამე ძალა ახსენეთ, ამ კონტექსტში ხშირად მოიხსენიებენ “ლელოს”... - პასუხობს:

 

“ლელოს” დღემდე იმედით ვუყურებ და ვხედავ კიდეც მისი წარმატების შესაძლებლობას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ იმ ადამიანებს შემოიკრებენ, რომელთაც სურთ, მოქმედი და ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებაში აღარ დატოვონ... “ლელო” დატოვა ლაშა ბაქრაძემ, მე არ ვემხრობი პირველივე შემთხვევაზე ბრძოლის ველიდან გაქცევას - თუ არ შეუძლია სხვადასხვა სახის ზეწოლის გაძლება, პოლიტიკაში მისი ადგილი არ არის. თუმცა ლაშა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ფიგურად დარჩება. მისი პერსონა მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ის არასდროს არც ერთ პოლიტიკურ პარტიაში არ ყოფილა”.

წაკითხვა 749 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 15 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.