March 29, 2024

"ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით"-გიორგი გახარია

სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, მინისტრთან ერთად, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი ამ გლობალურ გამოწვევას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობის შეჯამებისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო შეიძლება ითქვას, რომ არის ზრუნვის სამინისტრო.

 

„აქ ყოფნას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა - ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, შრომა, დევნილები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, გადაუდებელი მედიცინა და საერთოდ ამ სამინისტროს შეგვიძლია, რომ ზრუნვის სამინისტრო დავარქვათ. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ბოლო 4 თვის განმავლობაში, როცა გლობალურად მსოფლიო დადგა გამოწვევის წინაშე. ჯანდაცვის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში, მინისტრს მინდა მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც მათ გაწიეს ბოლო 4 თვის განმავლობაში. დარწმუნებით მინდა გითხრათ, რომ იგივე რჟიმში გააგრძელებს ეს ხალხი წარმატებულად ბრძოლას, როცა კი ეს დაგვჭირდება. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ გლობალური პანდემია არ არის საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევა და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ მინისტრთან ერთად, სხვებთან შედარებით, წარმატებით გაართვა თავი ამ გამოწვევას. თუმცა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არაფერი არაა დასრულებული და ყველაფერი გრძელდება. დღეს ჩვენ სიმშვიდეს გვძენს ის სახეები, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ. მე ტყუილად არ ჩამომითვლია ის რაც ვთქვი. ეს სისტემური სამინისტროა, რომელიც ფარავს ჩვენი და ადამიანის ცხოვრების ძალიან ბევრ უმნიშვნელოვანეს სფეროს. ის რეფორმები, რომელიც დაწყებულია ბოლო თვეების განმავლობაში, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ შესძინოს მდგრადობა ყველა იმ მიღწევას, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრომ მიაღწია 2012 წლიდან. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ მივედით თითოეულ ადამიანამდე და მას ვაგრძნობინეთ სახელმწიფოს მხირდან ზრუნვა მის ჯანმრთელობაზე, მის სიცოცხლზე, მის სოციალურ მდგომარეობაზე, მის შრომით უზრუნველყოფაზე, სამუშაო ადგილებზე და კიდევ ბევრ რამეზე და ამას ყველაფერს ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. მინდა გისურვოთ წარმატება და მადლობა კიდევ ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა თანამშრომლეს, იმისთვის რაც უკვე გაკეთდა და რაც მთავარია, თქვენზე დაყრდნობით, თქვენი იმედით ჩვენ წარმატებით გავართმევთ თავს ყველაფერს იმას, რაც მომავალში გველის," - განაცხადა გახარიამ.

 

მისივე თქმით, ქვეყანას ვირუსი არ დაუმარცხებია ბოლომდე.

 

„ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია, ვირუსს ჩვენ თქვენთან ერთად ვებრძვით. ჩვენი და თქვენი მიღწევა არის ის, რომ ვირუსის გავრცელებას ვაკონტროლებთ. უნდა ვისწავლოთ ცხოვრება ვირუსთან ერთად. ჩვენ გავიარეთ შესანიშნავად შეჩერების ეტაპი, კარგად გავიარეთ ადაპტაციის ეტაპი და ახლა ვართ მართვის ეტაპზე, რომელიც დიდწილად თქვენს პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული,"- განაცხადა გახარიამ.

წაკითხვა 367 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.