გამოქვეყნდა სააკაშვილსა და ადეიშვილს შორის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი

უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის სატელეფონო ჩანაწერს ავრცელებს.

ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.

 

„გვარამია ცოტა აფრენს, ნაბიჭვარი და ავადმყოფია, ყველაფერი ჩააგდო“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, აუდიოჩანაწერში. 

 

ადეიშვილი კი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას ნერვებმა უმტყუნა. 

 

თავად უკრაინული ვებგვერდი obozrevatel.com აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით წერს: „იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ?! გამოდის, რომ იცოდა! ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ასევე მისი კუთვნილი ტელეარხ „მთავარის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, იცოდნენ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, ამის შესახებ საქართველოს მთავრობას არ აცნობეს და დიდი ხნის განმავლობაში ხელს აფარებდნენ დაგეგმილი დანაშაულის შემკვეთს, ორგანიზატორსა და შემსრულებელს“.

წაკითხვა 340 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.