March 29, 2024

"გიორგი გახარია იმსახურებს, რომ სიის პირველი ნომერი იყოს" - თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გიორგი გახარია იმსახურებს, რომ “ქართულ ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს.

მისი შეფასებით გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში, პროცესების ეფექტურად მართვა შეძლო. 

 

“მე ვფიქრობ, ის იმსახურებს რომ “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყოს, თუმცა გადაწყვეტილება არის გუნდის მისაღები და ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ ივლის-აგვისტოში გავახმოვანებთ, მას შემდეგ, რაც სიის ფორმირება დასრულდება.

 

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ მომენტში, პრაქტიკულად, ეგზისტენციური გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა, ესა არის COVID-19, ეს არის პანდემია, მან უზრუნველყო პროცესების ეფექტური მართვა, ყველა სტრუქტურის ჩართულობა, კოორდინაცია, მან უზრუნველყო ის, რომ ქვეყანაში მოხდა ვირუსის გავრცელების შეკავება და ქვეყანამ დროულად შეძლო დაბრუნდებოდა ისეთ ამოცანებს, როგორიც არის ეკონომიკის სტაბილიზაცია და მისი აღდგენა.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში". 

წაკითხვა 403 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.