April 25, 2024

”გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას”

ჟარგონზე რომ ვთქვათ, გავრილოვი ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი კარგად დაინახა,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

მისი თქმით, „გავრილოვი ოპოზიციის კარგი პარტნიორია და საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქართველოში რუსულ საქმეს“.

 

„გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმ თემებზე, რომელზეც სურთ ყურადღების გამახვილება.

 

ჟარგონზე რომ ვთქვათ, ის ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს. ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების და ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ასევე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ- ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა, ეს იყო მათი მოღვაწეობის შედეგები და დასასრული. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მივიწევთ წინ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ,”- განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 405 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.