დასავლური დემოკრატია ჯერ კიდევ წინ მიდის: შეხედეთ საქართველოს

ბელგიის პოპულარულმა გამოცემამ „ეურაქტივ“-მა («Euractiv») 22 ივნისს გამოაქვეყნა ენდრიუ როზინდელის სტატია სათაურით „დასავლური დემოკრატია ჯერ კიდევ წინ მიდის: შეხედეთ საქართველოს“.

 პუბლიკაციის ავტორი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატია კონსერვატიული პარტიიდან და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრიც არის.

 

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჰონკონგის რთული დემოკრატიზაციის ფონზე, რომელიც გლობალური მასმედიის ყურადღების ცენტრშია, არსებობენ სახელმწიფოები, მაგალითად საქართველო, რომლის დემოკრატიული წინსვლას თვალს მხოლოდ თბილისში არსებული საელჩოებიდან ადევნებენ.

 

რამდენადაც დიდი ბრიტანეთი ბრექსითის შემდეგ თავის როლს ახლებურად განიხილავს, მიმდინარეობს საუბრები იმაზე, თუ როგორ შეიძლება უკეთესად გამოვიყენოთ უკვე არსებული სავაჭრო ურთიერთობები, უცხოური ქვეყნებისათვის მისაცემი გრანტები, მათთან სამხედრო კავშირები ბრიტანეთის წარმატების მიზნით. ასევე დიდი ბრიტანეთიც უნდა დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომლებიც დემოკრატიას აშენებენ. ასეთი სახელმწიფოები ლონდონის დიპლომატიისათვის პრიორიტეტულნი უნდა გახდნენ.

 

საქართველო ამ მიზნით მთავარ კანდიდატად უნდა ჩაითვალოს: ეს არის ის პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც ბრიტანეთთან ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას ბრექსიტის შემდეგ. როგორც ქართველმა ელჩმა სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, „დიდი ბრიტანეთის როლი საქართველოსთან პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, ბრექსიტის შემდეგაც, ყოველთვის სამაგალითო იქნება“.

 

ავტორი ხაზს უსვამს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი  რეფორმები განახორციელა ეკონომიკის მოდერნიზების მიზნით. ამის შედეგად მსოფლიო ბანკმა საქართველოს მე-7 ადგილი მიაკუთვნა „ბიზნესის კეთების გამარტივების“ რეიტინგში.  მიმდინარე წელს საქართველო შეუერთდა ნატოს პლატფორმას კიბერუსაფრთხოების შესახებ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია: ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან ასეთი სტატუსით მხოლოდ ფინეთი სარგებლობს. ამას წინათ ევროკავშირი, აშშ და დიდი ბრიტანეთი მიესალმნენ აგრეთვე საქართველოში განხორციელებულ საარჩევნო სისტემის რეფორმას, როგორც თბილისის მიერ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს დემოკრატიის გაღრმავებასა და დასავლეთთან (ნატოსთან) ინტეგრაციის განმტკიცებაში. ამასთან, როგორც ბრიტანელი დეპუტატი ენდრიუ როზინდელი შენიშნავს, საქართველოს ხელისუფლებამ მიღწეული წარმატების შემდგომი განმტკიცებისათვის კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას - ორი ოპოზიციონერის პატიმრობიდან გათავისუფლების კვალობაზე ციხიდან მესამეც უნდა გამოუშვას.

 

პუბლიკაციის დასასრულს ავტორი აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ყოველი შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს დემოკრატიული ქვეყნების მხარდასაჭერად - ლონდონმა ხმამაღლა უნდა განაცხადოს საქართველოს მიმართ კეთილგანწყობაზე, ამ ქვეყანაში გატარებული რეფორმების მიმართ, რათა „დემოკრატიის ალმა კიდევ უფრო ძლიერად ანათოს“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.euractiv.com/section/politics/opinion/western-democracy-is-still-advancing-just-look-at-georgia/

წაკითხვა 407 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.