"ბესელია "ნაცმოძრაობის" ღია ქომაგი გახდა "- ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სასამართლოსთან დაკავშირებით ეკა ბესელიას მომზადებულ პროექტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, რეალურად სასამართლოში „კლანი“ არ არსებობს და პოლიტიკოსები და არასამთავრობო სექტორი, რომელიც ამაზე საუბრობს, სპეკულირებს.

 

"სასამართლოსთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი, ყველამ ვიცით, რომ არის სპეკულაციური პროექტი. ჩვენ ვიცით, რომ ბესელია გახდა უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან ღია ქომაგი, მათ შორის, რურუასი, უგულავასი და სხვების და ზოგადად იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე მძიმედ არიან დაკავშირებული „ნაცმოძრაობის“ კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან, აქედან გამომდინარე, მისგან ბუნებრივია, არ გვიკვირს ასეთი სპეკულაციური დადგენილების ინიცირება,"- განაცხადა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას მიერ მომზადებული პროექტი სასამართლოში არსებულ ვითარებას ეხება.

წაკითხვა 530 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.