March 29, 2024

"8 მარტის შეთანხმებიდან ყველა გავიდა - “ოცნებაც” და ოპოზიციაც" - ძაბირაძე

“8 მარტის შეთანხმებას, როგორც ჩანს, ორივე მხარე არღვევს.

ასეთია როგორც მესამე მხარის - ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია, ისე ჩემი პოზიცია და დაარღვევენ მანამ, სანამ ან ერთი, ან მეორე მხარე, ან ორივე ერთად ისევ ჩვენი მეგობრების მხრიდან არ დაიტუქსება”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს 8 მარტის შეთანხმების დარღვევასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ძაბირაძე: 8 მარტის შეთანხმებიდან ყველა გავიდა - “ოცნებაც” და ოპოზიციაც.

 

“საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” ბოიკოტზე მდინარაძე ამბობს, რომ: „ნაციონალური მოძრაობა, ყველა თავისი დანაყოფით, 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა”. მისივე შეფასებით, თუ 8 მარტის შეთანხმება არ შესრულდა, მასში მონაწილე ყველა მხარის წინაშე პასუხისმგებელი “ნაციონალური მოძრაობაა”. ძაბირაძე მიიჩნევს, რომ დიალოგში მონაწილე ნეიტრალური მხარის ანუ საერთაშორისო პარტნიორების მინიშნებებებით ჩანს, რომ 8 მარტის შეთანხმებას არღვევს როგორც ხელისუფლება, ისე მასში მონაწილე ოპოზიციური ფრთა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან - ეს პოლიტიკური განცხადებაა. გავიდა თუ არ გავიდა, ყოველ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნა და როგორც ჩანს, როგორც მესამე მხარის მიერ გაკეთებული განცხადებებით და მინიშნებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, 8 მარტის შეთანხმებას, როგორც ჩანს, ორივე მხარე არღვევს. ასეთია როგორც მესამე მხარის - ჩვენი მეგობარი ქვეყნების პოზიცია, ისე ჩემი პოზიცია და დაარღვევენ მანამ, სანამ ან ერთი, ან მეორე მხარე, ან ორივე ერთად, ისევ ჩვენი მეგობრების მხრიდან არ დაიტუქსება. მესამე მხარე თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანაში მონაწილეობა ორივე მხარეს უნდა მიეღო. იქ არაა, რომ “ჯერ ეს მივიღოთ და მერე ის გავაკეთოთო” და ასევე თვლის, რომ ხელისუფლებას შეთანხმება ბოლომდე არ შეუსრულებია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“რურუას საქმესაც, უგულავას საქმესაც, საკონსტიტუციო შესწორებებსაც, ყველაფერს თავიდან აირიდებდნენ და სამწუხაროდ, ჩვენი ქართული საზოგადოება არც ერთ, არც მეორე მხარეს არავის არ აინტერესებს, ამიტომ ყველაფერს აირიდებდნენ თავიდან ერთიც და მეორეც, რომ არა ის მესამე მხარე, რომელიც გაცილებით პრინციპულია და რომელზეც ბევრადაა დამოკიდებული ამ ქვეყანაში არსებული ვითარება - სოციალურიც ეკონომიკურიც და პოლიტიკურიც. აი, ამას უფრთხილდებიან, თორე ჩვენი საზოგადოება რომ არ აინტერესებთ, ეს გასაგებია და დიდი ხანია ვიცით. ასე რომ, მარტო “ნაციონალები” არ გასულან, “ქართული ოცნებაც” გავიდა ამ შეთანხმებიდან”, ასე ჩანს”, - დაასკვნის ძაბირაძე.

წაკითხვა 428 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 24 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.