“რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ ჩვენზე გამარჯვებას”
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” რისი წინააღმდგიც იყო, იმისთვის ხმის მიცემა მოუწია, რაც საზოგადოების ძალაზე მეტყველებს.
“მე მგონი, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილია. ისეთ მდგომარეობაში იყო ივანიშვილის გუნდი, რომ რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ ჩვენზე გამარჯვებას.ეს აჩვენებს საზოგადოების და საქართველოს მეგობრების ძალას, რომ ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან ახლა და ისევ რაღაც აბსურდულ პროპაგანდას მიჰყვეს ხელი”. – ამბობს გიგა ბოკერია” – განაცხადა გიგა ბოჯერიამ.
ბოკერიას თქმით, მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებისა, 8 მარტის შეთანხმება შესრულებულად ვერ ჩაითვლება, სანამ გიორგი რურუა პატირობაშია.
სიახლეები
- "თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს არის ხელისუფლება" - ლევან ხაბეიშვილი
- "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება - შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი" - ვახტანგ გომელაური
- "საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი"- პრეზიდენტი