ამ გვერდის ამობედვა

"რთული პერიოდი გველოდება"- სალომე ზურაბიშვილი

მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, კორონავირუსის პანდემია საარჩევნო პროცესს ხელს ვერ შეუშლის.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე. ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველა ერთად და მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, გამჭვირვალე, სამართლიან არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. მჯერა იმისიც, რომ ვერც პანდემია ვერ შეგვიშლის ხელს ამაში“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

წაკითხვა 403 ჯერ