March 29, 2024

საკრებულოს წევრი თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს და „ევროპულ საქართველოს" შეუერთდა

ბათუმის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე „ქართული ოცნებიდან“ და საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხეს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კახიძე პარტიიდან „მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის” გამო გაირიცხა.

 

„ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თემურ კახიძე გარიცხულია პარტია “ქართული ოცნებიდან", შესაბამისად გარიცხულია საკრებულოს უმრავლესობიდანაც, მმართველი გუნდის პრინციპებთან მისი საქმიანობის შეუსაბამობის, მათ შორის მერკანტილურ პოლიტიკურ გარიგებებში მონაწილეობის საფუძვლით”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აღნიშნული საკრებულოს „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, თემურ კახიძე პარტია „ევროპული საქართველოს" აჭარის ორგანიზაციას შეუერთდა. შესაბამისი განცხადება მან პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან ერთად გააკეთა.


„მე ვერ ვხედავ „ქართულ ოცნებაში" ვერანაირ რესურსს, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ამ მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან. მე ვტოვებ თანამდებობასაც, იურიდიული კომისიის თავმჯდომარეობას. რატომ წავედი? „ევროპული საქართველო“ ეს არის პოლიტიკური გუნდი, სადაც ვხედავ დიდ შესაძლებლობებს, არიან პროფესიონალები და შეუძლიათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა.

მე არ ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცით ვაჭრობს. მე მომავალზე არც მისაუბრია მათთან. ჩემთვის მთავარი იყო დინამიკა და აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე ვიყავი პასიურ მდგომარეობაში და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი მათ“, - განაცხადა თემურ კახიძემ.

 

„მთელი „ქართული ოცნება" აწრიალდა, ღრიალებდა და წრიალებდა, მაგრამ რომ ნახეს თემურის გადაწყვეტილება იყო მყარი, დილით დაასწრეს და გარიცხეს პარტიიდან. ეს კიდევ არაერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ იმყოფება დაისში და განწირულია“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

წაკითხვა 452 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.