"მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება“ - ქანთარია ბოკერიას განცხადებაზე

“ამით ისინი რამის გამოსწორებას ფიქრობენ თუ ყურადღების გადატანას, ცოტა გაუგებარია", - ასე აფასებს "რეზონანსთან" უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადების გამო შექმნილ ვითარებას თავისი კამპანიისთვის იყენებს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება“ - ქანთარია ბოკერიას განცხადებაზე

"ბოკერია ამბობს, რომ "ევროპული საქართველოს" კრიტიკა გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის მიმართ კორექტული იყო, ხოლო გერმანიის ელჩის "დაშვებული შეცდომის" გამო წარმოშობილ ვითარებას ბიძინა ივანიშვილის გუნდი და საგარეო უწყება თავიანთი კამპანიისთვის იყენებენ. ქანთარია ფიქრობს, რომ ოპოზიციის ნაწილმა გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენა და ახლა ასეთი ტიპის განცხადებებით ამის გამოსწორებას ან ყურადღების გადატანას ცდილობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“რაც მათ (ოპოზიციის ნაწილმა) გერმანიის ელჩს შეურაცხყოფა მიაყენეს, რომელმაც მდგომარეობა ობიექტურად განიხილა, ახლა რა უნათ, ჩემთვის ცოტა წარმოუდგენელია. ისეთი რამ გააკეთეს, რომ ამით ისინი ყურადღების გადატანას თუ რამის გამოსწორებას ფიქრობენ, ცოტა გაუგებარია. ძალიან ძნელია გაიგო, ახლა მათ თავში რა ხდება. მათთვის ძალიან სამწუხარო ამბები ხდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის საკმაოდ პოზიტიურია", - განაცხადა ქანთარიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 429 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.