ვისი სიძეა გიორგი ვაშაძე და რას პასუხობს იგი ალეკო ელისაშვილს

"ოპოზიციის ოპოზიციონერობა - ესაა "ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის საქმე", - ასე პასუხობს "რეზონანსთან", პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებას.

ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა, რომ უკვირს ოპოზიცია გიორგი ვაშაძეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისნის მაჟორიტარ კანდიდატად რატომ ასახელებს, რადგან, მისი თქმით, ვაშაძეს რეიტინგი არ აქვს და არჩევნებში 1%-ზე მეტი არასდროს არ აუღია”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ვისი სიძეა გიორგი ვაშაძე და რას პასუხობს იგი ალეკო ელისაშვილს

 

"ვაშაძე ამბობს, რომ თუ ელისაშვილს ოპოზიციაში ყოფნა სურს, უმჯობესია ხელისუფლება აკრიტიკოს, ვიდრე ოპოზიცია, რადგან ოპოზიციის კრიტიკით ხელისუფლების საქმეს აკეთებს. ალეკო ელისაშვილი რაც მეტს ისაუბრებს, ამ ჭაობში მით ღრმად ჩაეფლობა, რომლისკენაც სწრაფი ტემპით მიექანება. ვფიქრობ, რომ თუ მას რეალურად ოპოზიციაში ყოფნა უნდა, ჯობია, რომ ხელისუფლებასთან მიმართებაში ისაუბროს და არა ოპოზიციასთან მიმართებაში. ოპოზიციის ოპოზიციონერობა - ესაა „ქართული ოცნებისა" და ივანიშვილის საქმე. რაც შეეხება პროცენტებს, მე იმ საარჩევნო კოალიციაში ვიყავი და იმ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ვიყავი, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. ცალკე მიღებულ პროცენტებს რაც შეეხება, კიევში რომ ვიყავი და პოლიტიკური პარტია ახალგაზრდებს მივეცი და კამპანიას ახალგაზრდები ატარებდნენ, მაშინაც კი "ახალმა საქართველომ" თბილისში ცალკე აღებული ოთხი პროცენტი აიღო. ამიტომ ბაქიბუქს და პოლიტიკურ კინტოობას ნამდვილად ურჩევნია, რომ საქმეს მიხედოს", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ვაშაძე ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სიძეა და რატომ თვლიან ოპოზიციონერად ვანო ჩხარტიშვილის სიძეს, მისთვის გაუგებარია. ამაზე ვაშაძე ამბობს, რომ ვანო ჩხარტიშვილი მისი სიდედრის ძმაა, თუმცა ყველამ იცის, რომ მათ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვთ. ესაა სიბინძურის ნთხევის ნაცადი ხერხი. ვანო ჩხარტიშვილის სიძე არ ვარ, ისაა ჩემი სიდედრის ძმა, ამას ვადასტურებ. რაც შეეხება ვანო ჩხარტიშვილს, მაშინ, როცა მე იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიყავი, ის საქართველოდან წასული იყო და იმ პერიოდიდან აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკურ გზაზე ვდგავართ, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ამაშიც ჩანს დიდი სიბინძურე, რომელსაც ეს ადამიანი (ელისაშვილი) ანთხევს და კიდევ ერთხელ ვამბობს, რომ რაც უფრო ღრმად ჩაეფლობა ამ ჭაობში, მისთვის მით უფრო უარესი იქნება, ალეკო ელისაშვილზე საუბარი ჩემს ინტერესში ნამდვილად არაა", - განაცხადა ვაშაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 974 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 01 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.