ივანიშვილის სათადარიგო სკამი და რჩეულნი

“პარტიულ სიასთან და მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ გუნდში მსჯელობა არ ყოფილა.

ვადებს არ ვარღვევთ და რესურსიც საკმარისია. საკმაოდ გამოცდილი ადამიანებით დაკომპლექტდება პარტიული სია და მაჟორიტარულ ოლქებშიც “ოცნებას” ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები ეყოლება” - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე “ოცნების” საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით. პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის თქმით, “ოცნებისთვის” რთული იქნება ახალი სახეების მოძიება, რადგან მისი სათადარიგო სკამი გრძელი არ არის. როგორც “ოცნებაში” აცხადებდნენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ, “ოცნება” მაჟორიტარულ ოლქებში თავის კანდიდატებს დაასახელებდა, მაგრამ ამ დრომდე უცნობია ვინ იქნებიან “ოცნების” ფავორიტები მაჟორიტარულ ოლქებში. რაც შეეხება “ოცნების” ახალ პარტიულ სიას, კულუარული ინფორმაციით, ძველი სახეებიდან ძალიან ცოტა შეინარჩუნებს ადგილს, რადგან ახალი სია, ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს. ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ივანიშვილის სათადარიგო სკამი და რჩეულნი / რატომ არ ჩქარობს “ოცნება” მაჟორიტარი კანდიდატების დასახელებას.

 

“ეს არის შიდა პარტიული საქმე და ვფიქრობ, რომ არც საჩქაროა. არანაირ ვადებს არ ვარღვევთ და ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რასაც ეუთო ითვალისწინებს. რესურსი არის, რომ მაჟორიტარ კანდიდატებად პარტიამ დააყენოს ბრძოლაში ნაწრთობი ადამიანები. ვფიქრობ, რომ მომავალ პარლამენტში ქალები ჭარბად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა, ოპოზიციამ ამჯერად ქალებზე გაილაშქრა, როცა წარმოვადგინეთ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, სადაც ეს საკითხი იყო. სიებთან და მაჟორიტარებთან დაკავშირებით, თუ არა ვცდები, ოპოზიციაშია დიდი უნდობლობა. 1%-იანი ბარიერის დაწესებამ “ნაცმოძრაობას” დიდი დისკომფორტი შეუქმნა, რადგან ისინი ყველგან ამბობენ, რომ მხოლოდ ისინი არიან და პატარა პარტიები არაფერს წარმოადგენენ. ახლა პატარა პარტიებს აქვთ საშუალება მოხვდნენ პარლამენტში და რატომ დაივალდებულებენ თავს “ნაციონალური მოძრაობისგან”, ეტყვიან რომ აგერ თქვენს გარეშეც შევალთ პარლამენტშიო. მაგრამ ეს მათი პრობლემაა და თვითონ უნდა მოაგვარონ. ჩვენ არსად არ გვეჩქარება, არჩევნებმდე 60 დღით ადრეც შეგვიძლია წარვადგინოთ კანდიდატები” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო კახაძე.

 

“ახალი სახეების შერჩევა რთული პროცესი იქნება “ოცნებისთვის”. გახსოვთ ალბათ, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ძველი გვარდია" რომ გაუშვეს, მაშინ კვირიკაშვილმა მოიყვანა 15 ახალი სახე, ჩუგოშვილი, მაქაცარია, კილაძე და სხვები. მაშინდელი ახალი სახეებიდან “ოცნება” ბევრმა უკვე დატოვა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. ასე, რომ “ოცნების” სათადარიგო საკმი გრძელი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ პროცესს დიდი დრო სჭირდება და ამიტომ არ ასახელებს “ოცნება” კანდიდატებს. თანაც ამ მოწვევის პარლამენტში სულ 30 მაჟორიტარი უნდა იყოს. მაჟორიტარი კანდიდატებიც და პარტიული სიაც ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მოხდება. არ გამორიცხავ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს გახარია. ძველი სახეებიდან კი ადგილებს სავარაუდოდ შეინარჩუნებენ კობახიძე, მდინარაძე და სხვები. რამდენადაც ვიცი, “ოცნება” უკვე აწარმოებს მოლაპარკებას რამდენიმე ექსპერტთან, ალბათ მათაც შეიყვანენ სიაში. ასევე “ოცნების” პარტიულ სიაში შეყვანილი იქნებიან ინტელიგენციის წარმომადგენლები”, -ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

წაკითხვა 406 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.