March 28, 2024

"საზღვრების გახსნა არ ხდება ღილაკზე თითის დაჭერით" - კარლ ჰარცელი

თუ როგორ გაიხსნება საზღვრები მოგზაურთათვის, ორივე მიმართულებით, კოლეგებმა ვიცით, რომ ეს არ არის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერა, ეს საკმაოდ დაძაბულ სამუშაოებს საჭიროებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, საზღვრების გახსნისთვის შრომატევადი, ინდივიდუალური სამუშაოებია ჩასატარებელი. 

 

„ეს ყველაფერი როგორ განხორციელდება და როგორ გაიხსნება საზღვრები, ორივე მიმართულებით, ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის პროცესი, სადაც, უბრალოდ თითქოს ღილაკს დააწვები და ეს ყველაფერი შესრულდება, ეს მოიცავს დაძაბულ სამუშაოს ევროკავშირის დონეზე ინდივიდიულურ წევრებთან, ევროკავშირის კომერციულ საჰაერო გადამზიდავებთან. ეს არის კომბინაცია სხვადასხვა მოთამაშეების, რომელთანაც საჭიროა მუშაობა, მაგრამ ამ უსაფრთხო სიაში ყოფნის პუნქტი არის საუკეთესო სასტარტო წერტილი, რომელიც საქართველოს შეიძლება გააჩნდეს. მე გილოცავთ, რომ მოხვდით უსაფრთხო სიაში და ველით დაძაბულ მუშაობას კოლეგებთან, რათა აქტიურად წავიდეთ წინ,“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

წაკითხვა 367 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.