"ნაციონალური მოძრაობა მეტად პოპულისტური პარტიაა" - უგულავა

ჩემ დროს, ნაციონალური მოძრაობა, გაცილებით ნაკლებ პოპულისტური იყო, - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. 

მისი თქმით, მთავარი განსხვავება "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს" შორის ის არის, რომ "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია.

 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქვს, განსხვავებები ბევრია. პირველ რიგში, "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ, როცა ჩვენი კოლეგები, უარს არ ამბობენ პოპულიზმზე, როგორც მეთოდზე. ჩემ დროს, "ნაციონალური მოძრაობა" ნაკლებად პოპულისტური იყო, თუმცა,  ჩვენ გვაქვს ბევრი საერთოც. ჩვენ, ვუჭერთ მხარს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას, ვუჭერთ მხარს სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში, უცხოელი მოსამართლეების შემოყვანას. სამწუხაროდ, ჩვენ მზარდი დემოკრატიის ქვეყანა ვართ და შესაბამისად, ინსტიტუტები სუსტია. ვერ ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არ საუბრობს წარსულზე, თუმცა ჩვენ, გაცილებით ღიად ვსაუბრობთ იმ შეცდომებზე, რომლებიც გვქონდა" - განაცხადა გიგი უგულავამ.

წაკითხვა 605 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 03 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.