April 25, 2024

"ქალები კვოტირების გარეშეც დაიკავებენ კუთვნილ ადგილს" - ხაზარაძე

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე”, - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მან დღეს კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ქალი წევრები წარადგინა.  

 

“ლელოს” ლიდერის თქმით, მათი პარტია ორიენტირებულია იმ საკითხზე, რომ საზოგადოებაში ქალთა ინტეგრირება მოხდეს.

 

მივესალმები პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩვენს პარტიაში შინაგანად მაინც ერთ აზრზე ვართ, რომ კვოტირება არ არის მისაღები, რადგან ეს უკვე დისკრიმინაციაა, როდესაც ქალს შეუძლია მართოს ისეთი დიდი საქმეები, რასაც მართავენ და მე ეს ვიცი ჩემი და ბადრის გაკეთებული ბიზნესიდან. იქ ქალები იყვენენ შეუცვლელები. აი, ამ პრინციპით უნდა მოდიოდნენ სათავეებში ჩვენი ქალბატონები და არა დაყოფისა და კვოტირების გზით, თუმცა ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ მომავალში კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავალთ ამ მხრივ, აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა სფეროებში”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წაკითხვა 438 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.