March 28, 2024

"ციხის ჩანახატების პატარა ნაწილს შემოგთავაზებთ, 1000 დაჯღანული სმაილის შემთხვევაში აღარ გავაგრძელებ"

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი "ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ ციხის ჩანახატებს გაასაჯაროვებს:
 
 
"სანამ საარჩევნო კამპანია გახურდება და ჩამითრევს, ხვალ დილიდან ციხის ჩანახატების პატარა ნაწილს შემოგთავაზებთ. ტექსტი დიდი იქნება. თუ არ დაიზარებთ და წაიკითხავთ, 500 მოწონების შემთხვევაში გაგრძელებებს შემოგთავაზებთ, 1000 დაჯღანული სმაილის შემთხვევაში აღარ გავაგრძელებ" - წერს პოლიტიკოსი.
 
 
ინფორმაციისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 20 ივნისის საქმეზე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ოქრუაშვილი ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა, ის ჯგუფური ძალადობის მონაწილეობაში დამნაშავედ ცნეს. იგი პრეზიდენტმა გიგი უგულავასთან ერთად 2020 წლის 15 მაისს შეიწყალა.
წაკითხვა 980 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.