March 29, 2024

“ოცნების” გადამწყვეტი სვლა - 1%-იანი ბარიერი: “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან”.

“ოპოზიციის ერთ-ერთი შეცდომა იყო, რომ დროზე ადრეა ჩამოაწიკწიკა თავისი გეგმები.

ამიტომ გასაკვირი არ არის. რომ ხელისუფლება არ ჩქარობს თავისი საარჩევნო გეგმის გამხელას როგორც პარტიულ სიასთან, ისე მაჟორიტარებთან დაკავშირებით” - ასე ეხმაურება ოპოზიციის და ხელისუფლების საარჩევნო გეგმებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე. “ოცნებაში აცხადებსნ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატებს რამდენიმე კვირაში, ხოლო ახა; პარტიულ სიას სექტემბერში წარადგენენ. ოპოზიცია კი ბლოკებსა და ერთიან პარტიულ სიაზე უარს ამბობს და ფიქრობენ, რომ ყველა პარტია დამოუკიდებლად უნდა გავიდეს არჩევნებზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნების” გადამწყვერი სვლა - 1%-იანი ბარიერი: “ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან.

 

“აი, მაგალითი, ოპოზიციის ინტელექტი რომ ადეკვატურად შეაფასო - მთაწმინდაზე და ვაკეში მაჟორიტარებად ისეთი ფიგურები დაასახელა, რომლებსაც ეს უბნები უკვე წაგებული აქვთ და გამორიცხული არ არის, რომ ისევ წააგებენ. რა არის ეს ჩანაფიქრი? მე მიმაჩნია, რომ შეცდომაა. წესით, ან საერთოდ გამოჰყავთ ასეთი ფიგურები ან სხვა ფიგურებით ანაცვლებენ. ოპოზიცია ბოლო დროს ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, ასეთი დაბნეული ოპოზიცია მე არ მახსოვს... რაც შეეხება ერთიანი ოპოზიციური ბლოკის თუ სიის შემქნას, 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან შეკვრას აღარ შეეცდებიან, რადგან თითოეულს აქვს საკმაოდ სერიოზული შანსი, დამოუკიდებლად მოხვდეს პარლამენტში. ალბათ 1%-იანი ბარიერი იყო ოცნების ის სვლა, რომელიც გულისხმობდა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან არ გაერთიანდებოდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

 

“ნაციონალურ მოძრაობს” ჰყავს თავისი მყარო ამომრჩეველი ანუ სტაბილური ელექტორატი, რომელიც არც ერთ პარტიას არ ჰყავს. რასაც ზომიერი ამომრჩეველი მათ საყვედურობს, რომ უხეში განცხადებებით გამოირჩევიან, ერყობა, ეს არის მათი სტრატეგია. მათ ამომრჩეველს ეს აგრესია მოსწონს და ამიტომ რჩებიან მათთან. “ევროპულ საქართველოს” მუდმივი ამაომრჩეველი არ ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში მათ ვერ მოასწრეს საკუთარი ამომრჩევლის ჩამოყალიბება, ვერც ერთიანი ხაზის გატარება, ამიტომაც მათმა ამომრჩეველმა არ იცის, რაც უჭერს მხარს, თანაც არც ქარიზმატული ლიდერი ჰყავთ. რაც შეეხება “ლელოს”, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან არ გაერთიანდა, მაგრამ მოსახლეობაში ეს პარტია მაინც “ბანკირების პარტიად” აღიქმება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

 

“რაც შეეხება მომავალ პარლამენტში კოალიციური მთავრობის შექმნის საკითხს, ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გარდაუვალი იქნება. კოალიციის შექმნა პარტიათა სიმრავლეზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. მთავარია, რა პროცენტებით შევა ოპოზიცია პარლამენტში. მე ვფიქრობ, მთავრობის დალომპლექტების მხრივ “ოცნებას” პრობლებები არ ექნება და არც იმას გამოვრიცხავ, რომ უმრავლესობითაც მოვიდეს. თუ დააკლდება ხმები, პარტნიორების მოძებნა არ გაუჭირდება”, - დასძენს საყვარელიძე.

წაკითხვა 851 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 06 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.