სააკაშვილის განცხადების გამო უკრაინულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადაეცა

10 ივლისს, უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, დავით ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვასილ ბოდნართან.

"საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.

 

შეხვედრის დროს, დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით" - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

წაკითხვა 827 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 10 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.