"ივანიშვილი საერთოდ გადის პოლიტიკიდან, "ოცნების" მესაფლავედ კი კობახიძეს ტოვებს"

“ბიძინა ივანიშვილს არც “ოცნება" აინტერესებს და არც პოლიტიკა, ამიტომ, არც სიაში ჩაეწერება და საერთოდ გადის პოლიტიკიდან;

"ქრთული ოცნების" მესაფლავედ კი ტოვებს ირაკლი კობახიძეს. ეს კაცი „ოცნებაში" ქვას ქვაზე არ დატოვებს" - აცხადებს „ოცნების" ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, "ივანიშვილი საერთოდ გადის პოლიტიკიდან, "ოცნების" მესაფლავედ კი კობახიძეს ტოვებს"

 

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. მისი განცხადებით, პარტიული სიის ნუმერაციაზე მსჯელობა არ ყოფილა, მაჟორიტარ კანდიდატებს კი უახლოეს მომავალში დაასახელებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას წინასაარჩევნო კამპანიაში, კობახიძის თქმით, პარტიის თავმჯდომარე დაესწრება ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებას, რომელიც „ქართული ოცნების" მიერ გაიმართება. რაც შეეხება ოპოზიციას და მის საარჩევნო გეგმებს, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, „ძალა ერთობაშია" არ დაიშლება, პირიქით, ამ ერთობის გაფართოებას გეგმავენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

„არა მგონია, რომ თავმოყვარე ადამიანმა მოინდომოს „ქართული ოცნების" სიაში მოხვედრა. ვისაც ეს სურვილი კიდევ დარჩა, მინდა ვურჩიო, გაიხსენონ როგორ გაქრა "მოქალაქეთა კავშირი". რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის სიაში პირველ ნომრად ყოფნას, გამორიცხულია, ის ამ სიაში არ ჩაეწერება. მას არც „ოცნება" აინტერესებს და არც პოლიტიკა, საერთოდ გადის პოლიტიკიდან, "ქართული ოცნების" მესაფლავედ კი ტოვებს ირაკლი კობახიძეს. ვინც ეს პარტია შექმნა 2012 წელს, ის ხალხი არცერთი "ოცნებაში" აღარაა, ეს კაცი ქვას-ქვაზე აღარ დატოვებს "ოცნებაში". ასეთი შტაბის ხელმძღვანელის პირობებში კი ბიძინა ივანიშვილის მთელი ქველმოქმედება საარჩევნო პროცესს შეეწირება. ასე რომ, ამ პარტიას არანიარი ლეგიტიმურობა არ ექნება. რაც შეეხება ოპოზიციის დაშლის საკითხს, ეს ერთობა არც არადროს ყოფილა. მასში შემავალი პარტიები, არა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ინტერების გამო იყვნენ გაერთიანებულნი. მერე როგორ შედეგსაც ელოდნენ, ვერ მიიღეს და ამიტომ არიან ამ დღეში, სერიოზული პრობლემები აქვთ შიგნით. ასე რომ, ეს ორივე პარტია, "ოცნება" და "ნაცმოძრაობა" გვერდი-გვერდ არიან. ერთს რომ საყრდენი გამოეცლება, მეორე ვიღას სჭირდება" - განაცხადა "რეზონანსთან" დავით ჭიჭინაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 1219 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.