April 25, 2024

"დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი კიევში მიემგზავრება“ - უცხოური მედია

რუსეთის „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») დაბეჭდილია სტატია სათაურით „ვლადიმერ ზელენსკი კავკასიელი სტუმრის მოლოდინში: დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტი კიევში მიემგზავრება“, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებული სიტუაციაა მიმოხილული (ავტორი - ტატიანა ივჟენკო).

 

„საქართველოს პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტის ვადები ჯერ კიდევ უცნობია, არ დაზუსტებულა, მაგრამ, სავარაუდოდ, როგორც ჩანს, რომ სალომე ზურაბიშვილი კიევში საპარლამენტო არჩევნებამდე გაემგზავრება, ანუ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლომდე. თბილისი შეშფოთებულია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიური აქტიურობით, რომელიც კიევში ოფიციალური თანამდებობის მიღების შემდეგ კვლავაც აგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის კომენტირებას“, - აღნიშნულია სტატიაში.

 

პუბლიკაციაში გადმოცემულია საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის არასახარბიელო მდგომარეობა, რომელსაც, მიხეილ სააკაშვილის მწვავე ანტიქართული განცხადებების გამო (მაგალათად, ასეთის - „საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმური და უკანონოა!“)  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ხშირად იძახებენ, განმარტებებს სთხოვენ და უკმაყოფილების გამომხატველ ნოტებს გადასცემენ. ბუნებრივია,  თბილისის აღშფოთება გასაგებია: როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკიტხების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართული მხარე ითხოვს, რომ ოფიციალურმა კიევმა ბოლო მოუღოს საქართველოს ყოფილი მოქალაქის,  უკრაინელი ჩინოვნიკის განცხადებების გაჟღერებას, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ძებნილ და მსჯავრდებულ პიროვნებას წარმოადგენს“.

 

სტატიაში განხილულია საქართველო-უკრაინის ურთიერთობის ძირითადი მომენტები ბოლო წლებში და აღნიშნულია, რომ მთავარი ფაქტორი, რომელიც კიევ-თბილისის თანამშრომლობაში დისონანსი შეიტანა, იყო ის, რომ საქართველოს ხელისუფლებაში 2012 წელს რუსეთისადმი შედარებით ლოიალური ხელისუფლება მოვიდა. მოგვიანებით ამას დაემატა კიევში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა და მისი დანიშვნა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რის გამოც ორი ქვეყნის ურთიერთობაში უთანხმოება გაჩნდა.

 

ქვეყნის იმდროინდელი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილის-კიევის უთანხმოების გადაწყვეტას თავისებურად შეეცადა - იგი 2017 წელს თბილისში ვიზიტით ჩავიდა და ხელი მოაწერა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციას უკრაინასა და საქართველოს შორის, მაგრამ ამ დოკუმენტის გაფორმების შემდეგაც კი თბილისი და კიევი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისათვის საკუთარი გზებით და ტემპებით მიდიოდნენ, გადაწყვეტილებებს და ნაბიჯებს ერთმანეთთან არ ათანხმებდნენ“, - ხაზაგსმულია სტატიაში.

 

ამჟამად საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში ბევრი პოლიტიკური საკითხია მოსაგვარებელი, მათ შორის, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ თბილისისა და კიევის ერთმანეთთან დამოკიდებულება ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადებების პროვოკაციული ტონი.

 

წყარო: https://www.ng.ru/cis/2020-07-20/5_7915_ukraine.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

წაკითხვა 1046 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 21 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.