ჩარკვიანი და ვაშაძე ,,ძალა ერთობაშია"-ს ტოვებენ

,,ძალა ერთობაშიას" ორი პოლიტიკური პარტია, ,,კანონი და სამართალი" და ,,ახალი საქართველო" ტოვებს.

პარტიის ლიდერები ერთიანდებიან და საარჩევნოდ, ერთიან ბლოკს ქმნიან. 

 

გიორგი ვაშაძე და თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ გეგმებზე ხვალ ისაუბრებენ. 

 

,,დავაანონსებთ ჩვენს გაერთიანებას, ბლოკს. აქვე დავძენ, რომ ყველასთვის ღიაა კარი, უკვე ვიცით, რომ ძალიან ბევრს უნდა. ამდენი მკვლელობები, სიღარიბე, გამოსავალი საჭიროა და ეს გამოსავალი არის სიახლე და სამართალი, რომელიც ამ ქვეყანას აკლია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. 

 

როგორც ვაშაძე აცხადებს, მათი გადაწყვეტილების მიზეზი, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებაა. 

 

,,ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი არის გამარჯვების ის ფორმულა, რომელმაც უნდა დაამარცხოს დამსხვრეული ოცნებების პარტია, ასე რომ, ვიწყებთ ძალიან მძლავრ პროცესს, რომელიც მიგვიყვანს დიდ გამარჯვებამდე 31 ოქტომბერს, ამაში დარწმუნებული ვარ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ

 

ახლადშექმნილი გაერთიანება არჩევნებზე პრემიერად გიორგი ვაშაძის კანდიდატურას დაასახელებს. 

წაკითხვა 561 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 26 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.