April 26, 2024

"რომელიმე პირობა შეასრულა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ? უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია" - ვაშაძე

"დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში" -  ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება " "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ კოალიცია "ძალა ერთობაშია" დატოვა.


"საქართველო იმყოფება უმძიმეს ვითარებაში, მილიონზე მეტი ადამიანი ყოველდღე ებრძვის სიღარიბეს და შიმშილს. ასობით ათასი ადამიანი არის უმუშევარი, ახალგაზრდები საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავენ, პენსიონრები უსამართლოდ მაღალ პროცენტს იხდიან ძვირიანი წამლების შესაძენად აღებული სესხისთვის. ყველაფერ ამაში დამნაშავეა დამასხვრეული ოცნებების პარტია. დამასხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის 8 წლის შედეგად, საქართველო არის უმძიმეს ვითარებაში. მე მინდა, კითხვა დავუსვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვცხოვრობთ ჩვენ უკეთესად, ვიდრე 8 წლის წინ ვცხოვრობდით? შეასრულა რომელიმე პირობა დამსხვრეული ოცნებების პარტიამ?! რა გააკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში?! უფრო გავღარიბდით, უფრო გვშია, 45 ათასით შემცირდა ბოლო 4 წლის მანძილზე კერძო სექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა. ამას ვამბობ კორონავირუსამდე პერიოდამდე. შესაბამისად, დღეს გადამწყვეტი მომენტია, რომ 31 ოქტომბერს გაიმარჯვოს საქართველოს მოქალაქეებმა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მან ახალ პოლიტიკურ პლატფორმაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმის შესახებ, სადაც გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და "სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები იქნებიან პოლიტიკური პარტნიორებისთვის ცნობილია.


"ყველა პარტნიორს ვესაუბრეთ, ისინი ინფორმირებულები არიან. პირველი, საერთო ფრონტის შენარჩუნება გვჭირდება. ეს არის არჩევნების გაყალბების პრევენციის მიზანი და მაჟორიტარებში თანამშრომლობა, სადაც ეს მოხერხდება. არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს," - განაცხდა გიორგი ვაშაძემ.

წაკითხვა 539 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 27 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.