„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა ეს ვერ მოხდება" - ბოკერია
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში, თუმცა "ეს ვერ მოხდება".
როგორც ბოკერიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" განაცხადა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "მძიმე შეცდომა დაუშვა", როდესაც უარი თქვა რეგიონებში საერთო მაჟორიატრების კანდიდატების დაყენებაზე.
"თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებაა. "ევროპული საქართველო" ვთვლით, რომ რეგიონებში, საკვანძო ოლქებში, შეთანხმება იქნებოდა სწორი იმიტომ, რომ ეს შეამცირდება იმის რისკებს, თუ როგორ მოიქცევა ივანიშვილისნაირი არასტაბილური რეჟიმი პირველი ტურიდან მეორე ტურამდე და რამდენ შარში გახვევს ქვეყანას. ეს ივანიშვილს ძალაუფლებას ვერ შეუნარჩუნებს. ყველა შემთხვევაში ის დამარცხდება, ოღონდ არის უფრო სარისკო სცენარები და ნაკლებად სარისკო და ამიტომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" მძიმე შეცდომა დაუშვა, ამას ამომრჩეველი შეაფასებს, როცა ასეთ გონივრულ შეთავაზებაზე თქვა უარი იმ ილუზიით, რომ ისინი მარტო მოვლენ ხელისუფლებაში.
ვერ მოვლენ მარტო, ეგ ვერ მოხდება. სამწუხაროა, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღეს, მაგრამ ჩვენ სხვა ოპოზიციურ პარტიებან გვაქვს კონსულტაციები", - აღნიშნა ბოკერიამ.
მისი თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" "ვარდების რევოლუციის" პრინციპებს გადაუხვია.
სიახლეები
- "რუსეთმა დაიწყო ჰიბრიდული სტრატეგია და ცდილობს, შეგვაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მათ, ცხადია, ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება - ეს არის რუსული კანონი, პუტინის კანონის ზუსტი ასლი" - პრეზიდენტი
- "ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას თუ აზიანებს, ეს არიან არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები, პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ გამოჩენა - არა" - არჩილ თალაკვაძე
- 18-მდე გაიზარდა ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი
- ნიგვზის ნაყინი
- ძალაში შევიდა ცვლილება, რომლითაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება