“ოცნებაში” თვლიან, რომ არჩევნებზე რეალური კონკურენტი არ ჰყავთ

“წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესების პირობებში, დაპირისპირებებისა და უთანხმოების საფუძველზე გამოიკვეთა ორი პოლიტიკური ძალა, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”, რომელთა შორისაც მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა გამარჯვებისთვის - ასეთია ექსპერტების მოლოდინი საარჩევნო პროცესებში პოლიტიკური ძალების გამარჯვების შანსებზე.

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში, ზაალ ანჯაფარიძე, ამბობს, რომ “8 სოციოლოგიური კვლევისა და პარტიების რეიტიგნების საფუძველზე, “ქართული ოცნების" მთავარ კონკურენტად სახელდება “ნაციონალური მოძრაობა”. პოლიტოლოგი და ექსპერტი ნიკა ჩიტიძე იზიარებს, ანჯაფარიძის პოზიციას და 2020 წლის, 31 ოქტომბრის არჩევნებში, მთავარ კონკურენტებად, “ქართულ იოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” ასახელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ოცნებაში” თვლიან, რომ არჩევნებზე რეალური კონკურენტი არ ჰყავთ - “უკონკურენტოები ვართ და კოალიციის შექმნა არ დაგვჭირდება”.

 

“ჩემი პროგნოზით ბრძოლა არჩევნებზე გამარჯვებისთვის გაიმართება “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის. ეს ტრადიციული პროცესია. ჯერ კიდევ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მეორე ადგილზე გავიდა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, დავით ბაქრაძე - მან ამომრჩეველთა ხმების 22%-ი მოიპოვა და მეორე ადგილი დაიკავა. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დროსაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამომრჩეველთა ხმების 27%-ი მიიღო, ასევე 2018 წელსაც მიმდინარეობდა ბრძოლა “ქართულ ოცნებისა” და “ნაცმოძრაობის” წარმომადგენელს შორის. დღევანდელი სოციოლოგიური გამოკითხვები ცხადყოფენ, რომ მეორე ადგილზე გავა “ნაციონალური მოძრაობა. ჩემი აზრით, ამომრჩევლისთვის, “ნაციონალურ მოძრაობაში” სააკაშვილის ფაქტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

 

“სააკაშვილი გახლავთ ქარიზმატული ლიდერი, გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მიაღწია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მნიშვნელოვან წარმატებებს ქვეყანაში - სოციალურ-ეკონომიკურ, კორუფციასთან ბრძოლის, ინვესტიციების მოზიდვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. შესაბამისად, ამომრჩეველსაც აქვს ნდობა მის მიმართ, საუბარია ნახევარ მილიონ ადამიანზე. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპული საქართველო” გამოეყო “ნაცმოძრაობას” და დაკომპლექტებულია ძალიან ინტელექტუალი ადამიანებით, მათი რეიტინგი მაინც დაბალია “ნაცინალურ მოძრაობასთან” შედარებით, რადგან აქ მაღალ რეიტიგზე სააკაშვილი თამაშობს გადამწყვეტ როლს” , - მიიჩნევს ნიკა ჩიტიძე.

 

“იმაზე თუ ვინ გაუწევს კონკურენციას “ქართულ ოცნებას”, 31 ოქტომბრის არჩევნებში, მმართველი გუნდიდანაც საუბრობენ. “ქართული ოცნების” დეპუტატების თქმით მმართველი გუნდი არჩევნებში უკონკურენტოა. “ქართული ოცნების” მთავარი კონკურენტი ამ არჩევნებზე არის, ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვართ, მომავალი 4 წლის განმავლობაში გავუმკლავდებით. პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენს მოწინააღმდეგეებს არასწორი მიმართულება აქვთ არჩეული წინასაარჩევნო კამპანიისთვის, შედეგად კი, ამომრჩეველი, გააკეთებს სწორ არჩევანს, - არ მისცემს ხმას, იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ვერაფერს ჰპირდებიან და ერთმანეთის დაპირისპირებით არიან გართულნი. სწორედ ამიტომ, ვერ მივიჩნევ კონკურენტად ვერც ერთ პარტიას. ამ პარტიებმა თვითონვე შექმნეს ნეგატიური დამოკიდებულებები ჩვენი და ამომრჩევლის მხრიდანაც”, ამბობს ამბობს “ქართული ოცნების”დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, რომლის აზრით, “რასაკვირველია, პარტიები გარკვეული ხმების რაოდენობას მოაგროვებენ, თუმცა, საზოგადოების უმრავლესობა, “ოცნების” მხარდამჭერია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან კომუნიკაცია და ხალხი არაფერს გვიმალავს, მათ შორის გვესაუბრებიან თავიანთ პრობლემებზეც, რადგან აქვთ სწორი მოლოდინი და ჩვენი იმედი. ჩვენ წარმატებით გავართმევთ თავს ამ 4 წელსაც, ისევე როგორც წინა 8 წლის განმავლობაში ვართმევდით”, - დასძენს გურამ მაჭარაშვილი. “ქართული ოცნების” დეპუტატის, რევაზ არველაძის თქმით კი, წინასაარჩევნოდ, მმართველი გუნდის რეიტინგი ძალიან მაღალია და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პარტიას კოალიციის შექმნა არ დასჭირდება. “კონკურენტი ქართულ ოცნებას არ ჰყავს. ბოლო კვლევებისა და რეიტინგების მიხედვით, ჩვენი ამომრჩეველთა ხმა 50%-ს სცდება. ჩვენი გუნდისთვის არაფერს წყვეტს ოპოზიციური პარტიების დაპირისპირებები, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უკონკურენტოები ვართ”, - ამბობს რევაზ არველაძე “რეზონანასთან”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 402 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.