„დევნილების ასეთი სოციალური მდგომარეობა დღევანდელი და წინა მთავრობის სირცხვილია“ -გოგი წულაია

დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, პოლიტიკური დებატების ფორმატში მორიგი დებატები გაიმართა.  დღევანდელ დებატებში მონაწილეობას იღებდნენ ელგუჯა ხიშტოვანი - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი კანდიდატი და გოგი წულაია - პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ვანის, ხონისა და სამტრედის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი.

 კონსორციუმი "სამართლებრივი  დახმარება საქართველოში" პროექტს ახორციელებს, რომელიც გაეროს განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული.

 

როგორც კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარე გიორგი შავგულიძე FirstNews.ge-თან საუბარში აცხადებს, UNDEF-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ პარტიებთან" ფარგლებში მორიგი დებატები გაიმართა. 

 

აღნიშნული პროექტი 2018 წელს დაფინანსდა და 2 წელია ხორციელდება.

 

„დღეს, მორიგი დებატები გაიმართა, პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის. მათ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი პოლიტიკური გეგმები და ამოცანები გააცნეს, ქალაქთან და რეგიონთან დაკავშირებით. აუდიტორიას წარმოადგენდა ქუთაისში მცხოვრები დევნილი მოსახლეობა. კანდიდატების თქმით, საკმაოდ აქტუალური თემატიკა იყო და კითხვებსაც ამომწურავად გაეცა პასუხი.

ხაზი გაესვა პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა განსახლება, სოციალური მდგომარეობა, დეოკუპაცია, აფხაზეთის ინტეგრაცია დანარჩენ  საქართველოში, სამომავლო გეგმები და ხედვები კონსტიტუციაში, საპარლამენტო მოწყობა,რომელსაც გადამწყვეტი როლი მიენიჭება აფხაზეთის შემორიგების პროცესში,“- განაცხადა გიორგი შავგულიძემ.

 

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარმა კანდიდატმა ელგუჯა ხიშტოვანმა შეხვედრაზე განაცხადა, დევნილების ინტეგრაცია ამ 30 წლის განმავლობაში ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც მოხდა, თუმცა მათ კიდევ უამრავი პრობლემა გააჩნიათ.

 

"შევხვდით დევნილებს, სადაც მათ ვესაუბრეთ ჩვენი პარტიის პრიორიტეტებზე, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ მუშაობას პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში და რა ძირითადი მიმართულებები გვექნება ამ კუთხით. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ ქართულმა წარმოებამ წინ წამოიწიოს და შეიქმნას სამუშაო ადგილები. კიდევ ერთი პრიორიტეტია, იაფი მედიკამენტები. ჩვენ მიერ შემოტანილი მედიკამენტები 3-4-ჯერ იაფი იქნება, სხვადასხვა მსხვილ აფთიაქებთან შედარებით. ასევე, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი პრიორიტეტია ემიგრაცია და იმიგრაცია. საინტერესოა რატომ მოხდა საქართველოდან, კერძოდ კი ქუთაისიდან მოსახლეობის მასიურად გადინება? რატომ ხდება რომ ქართველი მიდის საზღვარგარეთ, სამაგიეროდ კი არაბები, თურქები და სხვა ქვეყნის მოქალაქეები აქეთ მოდიან? ისინი ღებულობენ მუშაობისა და ცხოვრების უფლებას.

დევნილების ინტეგრაცია ამ 28 წლის განმავლობაში ქუთაისშიც და სხვა ქალაქებშიც მოხდა, მაგრამ კიდევ უამრავი პრობლემა გააჩნიათ მათ. ჩვენ პარტიასთან ერთად ვიფიქრეთ იმ საკითხებზე, თუ რა შეიძლებოდა მათთვის გაგვეკეთებინა. ვეცდებით, პირველივე საპარლამენტო სხდომაზე წამოვწიოთ მათი პრობლემური საკითხები.

ასევე, ჩვენი სურვილია და ამას აუცილებლად მივაღწევთ, რომ პარლამენტმა ისევ იმუშაოს ქალაქ ქუთაისში,“- განაცხადა ელგუჯა ხიშტოვანმა.

 

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ვანის, ხონისა და სამტრედის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის გოგი წულაიას თქმით, რამდენად კმაყოფილები არიან დევნილები ხელისუფლების მუშაობით, ამას არჩევნებზე ვნახავთ.

 

„დევნილების სოციალური მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს,  სირცხვილია, თუ რა  პირობებშიც უწევთ დევნილებს ცხოვრება. ეს არის დღევანდელი და  წინა მთავრობის სირცხვილი, რომ  ასეთ პირობებში აცხოვრებენ დევნილებს, 28 წლის განმავლობაში.

განათლება, დასაქმება, სოციალური საკითხები, - ეს ეხება ყველას როგორც დევნილებს, ასევე, ადგილობრივებს. მე ასე ცალკე დევნილებს არ ვიტყოდი. ჩვენ ერთნი ვართ და ერთი პრობლემა და გასაჭირი გვაქვს. რაც მალე ამოვალთ ამ ჭაობიდან მით უკეთესი,“- განაცხადა გოგი წულაიამ.

 

122776422 935499166973501 8216272758696356859 n 1

წაკითხვა 450 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.