March 28, 2024

იოსებ ხახალეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

"წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობდი და ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საუბრისას“, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრაზე მერობის კანდიდატმა პანდემიის შედეგებსა და პროგნოზებზე ისაუბრა.  ასევე, განიხილა ქუთაისში არსებული წინასაარჩევნო ვითარება, ქალაქის სოციალური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და უახლოეს მომავალში დასაწყებ პროექტებზე ისაუბრა.

 

"ჩვენ ვისაუბრეთ ყველაფერზე, რაც კი შეიძლებოდა განგვეხილა ქუთაისთან მიმართებაში, მათ შორის ტრანსპორტით მგზავრობის შეღავათებზე, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ინტერნეტის გადასახადის დაფარვაზე.  ვისაუბრეთ ზოგად ღირებულებებზე. ქუთაისზე, როგორც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის, ტურიზმის ცენტრზე. ქალაქის უკეთესად განვითარების საკითხში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის იმედი მაქვს და ზუსტად ვიცი, ამ ადამიანებს ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლიათ ქვეყნის სწორი მშენებლობის პროცესში", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

122956940 363323248213048 6364082614475429586 n

 

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთიდან დევნილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. კონსორციუმი "სამართლებრივი დახმარება საქართველოში"-ს გამგეობის თავმჯდომარემ გიორგი შავგულიძემ კითხვა -პასუხის რეჟიმში დასვა მწვავე კითხვები, რომელიც დევნილ მოსახლეობას აწუხებდა. კონკრეტულად განიხილა განსახლების პრობლემა, დევნილთა სოციალური საკითხები სამართლებრივ ჭრილში, დევნილი სტუდენტების სამგზავრო შეღავათებით სარგებლობა და სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფარვა.

 

123037445 288245565564370 6012040891849100917 n

წაკითხვა 424 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 27 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.