რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები”

რა არის საპარლამენტო არჩევნების შედეგებში ის ე.წ. წითელი ხაზი, რა დროსაც ოპოზიცია საპროტესტო აქციებს დაიწყებს? ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსებს "რეზონანსთან" განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ოპოზიცია ქუჩაში ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, თუმცა, მისი აზრით აქ საკითხი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა შემთხვევაში იქნება არჩევნების შემდგომი პროტესტი - სად გადის “წითელი ხაზები” / „ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, მთავარია ხალხი გამოჰყვება თუ არა”

 

"ოპოზიცია ნებისმიერ შემთხვევაში გამოვა, მთავარია ხალხი გამოჰყვება თუ არა, აგერ 14 ნოემბერი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, ხელისუფლება (პროპორციული სისტემის ჩავარდნის გამო) სამარცხვინოდ მოიქცა, მაგრამ ხალხი ქუჩაში არ გამოსულა. "ასევე „გავრილოვის ღამე" ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აქაც მოსახლეობა არ გამოსულა, ისევ აქტივისტები გამოდიოდნენ. მათ რა თქმა უნდა პატივს ვცემ, ღირსეულად და ძალიან კარგად იქცეოდნენ, მაგრამ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის დროსაც მოსახლეობა ვერ გამოიყვანეს. „ასე რომ, ეჭვი მეპარება, რომ კორონავირუსის კონტექსტში მოსახლეობა გამოიყვანონ - თუ ხალხი ვერ გამოიყვანეს, ისინი გამოვლენ და ისევ სახლში შევლენ. მითუმეტეს, რომ ახლა ზამთარი მოდის და ვერაფერს ვერ მოახდენენ."- განაცხადა მან. მისივე აზრით არჩევნებში მთავარი „წითელი ხაზი" „უტიფარი და თავხედური გაყალბება" იქნება. „მთავარი წითელი ხაზი ისაა, თუ უტიფარი და თავხედური გაყალბება იქნება, გაყალბება პირდაპირ ყურებიდან უნდა გადმოდიოდეს, რომ საშინლად ბევრი ბიულეტენები ჩაყარეს, თუ ვიდეოებზე დააფიქსირებენ, ანუ მტკიცებულებები უნდა იყოს იმისთვის, რომ ხალხი აღშფოთდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“თუ ასეთი უტიფარი და თავხედური გაყალბება არ იქნება, ეჭვი მეპარება, რომ მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდეს - ოპოზიცია, რომ გამოვა ეჭვი არ მეპარება. გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვირუსის პიკი ნოემბრის შუა რიცხვებში იქნებაო, მეორე ტურებიც სწორედ ნოემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, მანამდე ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას ვერ შემოიღებს, თუ საგანგებო მდგომარეობა შემოიღეს, მეორე ტური არ ჩატარდება იმიტომ, რომ ამ დროს არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ჩემი აზრით, როგორც კი მეორე ტური დასრულდება, ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას შემოიღებს და კორონავირუსიდან გამომდინარე თავშეყრის ადგილებს აკრძალავს. თუმცა ამან შესაძლოა მდგომარეობა უფრო გაამძაფროს, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში მგონია, რომ ოპოზიციას მოსახლეობის მხარდაჭერა არ ექნება, რაზეც ნამდვილად გული დამწყდება. ამის თქმის საფუძველი მაქვს, ყველაზე სამარცხვინო თუ რამ საქართველოს ისტორიაში მომხდარა, ესაა "14 ნოემბერი", ვითომ კენჭისყრა, მაშინ საზოგადოებამ გაატარა და ვერც კი იგრძნო თუ რა მოხდა და როცა საზოგადოება ასეთ რაღაცეებს ატარებს, ეჭვი მეპარება, რომ ისინი ოპოზიციის სხვა მოწოდებაზე ქუჩაში გამოვიდნენ."- განაცხადა ზაქარეიშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" მიიჩნევს, რომ ე.წ. წითელი ხაზი იქ გავა, თუ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ეგზიტპოლების შედეგები ერთმანეთს არ დაემთხვა. ჩემი აზრით „წითელი ხაზი" ის იქნება,,თუ მაგალითად, ცესკოს დასკვნა ეგზიტპოლების შედეგებს არ დაემთხვა და ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გარკვეული დარღვევები იქნება, რომელიც შესაძლებელია ადმინისტრაციული რესურსების სხვადასხვა გზით გამოყენებას უკავშირდებოდეს. ანუ, „ოცნების" აქტივისტების კონცენტრაცია, ასევე, თუ კამერებმა სადმე ბიულეტენების ჩაყრა დააფიქსირა, ან სხვა მსგავსი მოვლენები და პლიუს საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნაც თუ უარყოფითი იქნება, ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში საპროტესტო აქციები დაიწყოს. 2003 წელს ვარდების რევოლუცია იმიტომ, მოხდა, რომ ეგზიტპოლების შედეგები ცესკოს შედეგებს არ დაემთხვა და პლიუს ბევრ შემთხვევაში „მოქალაქეთა კავშირის" სასარგებლოდ ბიულეტინების ჩაყრა დაფიქსირდა, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც განაცხადეს, რომ არჩევნები დემოკრატიულ სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. იმედია ამ შემთხვევაში ეს არ მოხდება და იმედია, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის. ოპოზიციას თავისი სტაბილური ელექტორატი ჰყავს და ასე მგონია, რომ ხალხი ქუჩაში გამოვა, იმედია საქმე იქამდე არ მივა, რომ ამისი საფუძველი შეიქმნას, თუმცა სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევებით მოსახლეობის 50%-ზე მეტი თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, არებობს იმისი ვარაუდი, რომ ბევრი ადამიანი ქუჩაში გავიდეს და გააპროტესტოს" - განაცხადა ჩიტაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 361 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.