აპირებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას?

“აპირებს თუ არა ოპოზიცია არჩევნების შემდეგ ქვეყანაში რევოლუციური სცენარის განვითარებას? - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რადიკალური ნაბიჯებისთვის ემზადება. "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს რა რეაქცია ექნება ამაზე ხალხს. ამ თემაზე მან სპეციალურ ბრიფინგზე ისუაბრა და მაგალითად კომპანია "აიპიემის" დაკვეთით ჩატარებული კვლევა მოიყვანა”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, ხელისუფლება "კრიმინალურ ოპოზიციას" რევოლუციური სცენარისთვის მზადებაში ადანაშაულებს / “რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს” - ირაკლი კობახიძე.

“ყოველგვარი ჩარჩოებიდან გასვლად უნდა შეფასდეს რადიკალური ოპოზიციის მიერ მათთან მჭიდროდ დაკავშირებული კომპანიისთვის, "აიპიემისთვის" დაკვეთილი კვლევა, რომლის ანკეტაშიც ჩაწერეს კითხვა - პროტესტის რა ფორმა იქნება თქვენთვის მისაღები იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შედეგებმა არ დაგაკმაყოფილათ. და ამ კითხვის პასუხებში მოქალაქეებს, სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების და შიმშილობის კვალდაკვალ, ასარჩევად შესთავაზეს გამაოგნებული პასუხი - სახელმწიფო შენობების დაკავება და მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ფიზიკური ან შეიარაღებული ძალის გამოყენება. ეს ნიშნავს, რომ 2016, 2018 და სხვა წლების მსგავსად, რადიკალური ოპოზიცია შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს. ეს არის სრულიად გამაოგნებელი ფაქტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, "აიპიემის" წარმომადგენლებმა ზუსტად იციან, რომ მათ ფავორიტ პოლიტიკურ ჯგუფებს არჩევნებში გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არა აქვთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

 


“კობახიძე ამბობს, რომ ეს იგივე კომპანიაა, რომელიც "სართაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს" IRI-ს უტარებს კვლევებს და ამაზე მათთან არაერთხელ გაამახვილეს ყურადღება, რომ პარტნიორმა კომპანიამ ხელშეკრულებას გადახედოს. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ოფიციალური საარჩევნო შტაბის გარდა გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერმინისტრი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს. ამ თემაზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. კობახიძის მტკიცებით, შტაბის ამოცანა მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. "ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. ნაციონალურ მოძრაობას გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა. “ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი. გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება", - თქვა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, ხელისუფლება არავის და მოთუმეტეს "კრიმინალურ ოპოზიციას" დესტრუქციული ქმედებების საშუალებას არ მისცემს. მისი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს”, - განაგრძობს გამოცემა.

 


“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები არასერიოზულია და ის მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის დასაშინებლად არის გაკეთებული. დეკანოიძე ამბობს, რომ „ოცნებას“ ხმას საკუთარი ამომრჩეველი აღარ აძლევს, ამიტომაც მოტივაციისთვის ძველ ნაცად ხერხებს მიმართავენ. სიმართლე გითხრათ, კობახიძის განცხადებები სრულიად არ არის საინტერესო და აღარც არავის სჯერა. ასევე, პარტიის შტაბებშიც კი ირონიულად უყურებენ. საკუთარი კოორდინატორები აღარ აძლევენ ხმას და ამიტომ ათას სისულელეს იგონებენ. წლებია რომ შიდა პოლიტიკურ შუღლზე საუბრებენ და მომავალზე საუბარი აღარ უნდათ. ესენი ხალხს აღარ ესაუბრებიან. მხოლოდ საკუთარ ბატონს ემსახურებიან. 31 ოქტომბერს ერთად უნდა მივიდეთ და ყვრლაფერი უნდა დამთავრდეს. ჩვენ მთელი რიგი განცხადებები გვახსოვს. საბურავების შეგროვებიდან, როცა ჭიკაიძემ ზღაპრები მოიგონა. ზუგდიდიში, ბათუმში, და სხვა რეგიონებშიც ყველა შტაბები მუშაობს, რომ ივანიშვილმა არჩევნები არ გააყალბოს. იმაზეც კი არა აქვთ პასუხი 8 წლის განნავლობაში რა გააკეთეს. დიახ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ხმები დავიცვათ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვინ არის, არ გვყავს დასაკარგი მოქალაქეები. ყველა ქვეყნის განვითარებაში უნდა ვიყოთ ჩართულები. ვერანაირი დაშინება და მუქარა ჩვენს მიზნებს ვერ შეგცაცვლევინებს“, - ამბობს ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან“, - დასძენს გამოცემა.

 


“ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როგორც ჩანს „ოცნება“ ბოლო დროს ანერვიულებულია. ნახეს კვლევები რომ აგებენ და ხალხის შეშინება დაიწყეს. .მისი თქმით, რესპუბლიკურ მოედანზე მათმა ამომრჩევლის რაოდენობამ შეაშინა. თავად ხელისუფლებიდან ჟონავს ინფორმაცია, რომ ორშაბათს „ოცნება“ ლოქდაუნს გამოაცხადებს. მეორე ტურები დაინიშნება და ამის შიში აქვთ. „ოცნებას“ „ევროპელების“ და ნაციონალების ეშინია, რადგანაც პოლიტიკურ ლოქდაუნს ვუპირებთ. შაბათს ჩვენი მოსახლეობა განაჩენს გამოუტანს. ეს განცხადება კობახიძემ საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანებისთვის გააკეთა. ესაა ჩვეულებრი ნარატივი და მათი წინასაარჩევნო არსენალი ამოწურულია. ისევ ძველ კარტებს იყენებენ, რომელიც უკვე გაჭრილია. კობახიძის საუბარი ისეთი ბოდვაა, რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ვიტყვი. ევროპულ საქართველოს იმაში დადანაშაულება, რომ ამბოხების კუთხით ხალხის აზრს ვიკვლევთ, ბოდვაა. კობახიძის ლაპარაკს რომ აზრი არა აქვს, დიდი ხანია ვიცით. ესაა ხალხის შეშინება. არ არსებობს იმის არანაირი შანსი, რომ ოცნებას 40 პროცენტი ჰქონდეს, მათ აქვთ 28 და 29 პროცენტი. ხვდებიან ამდენს ვერ იღებენ და ადამიანებს აშინებენ. შიშზე უნდათ რომ დაიყვანონ, ეს პრიმიტიული კამპანია არ მუშაობს“,-ამბობს კაპანაძე”, - წერს სტატიის ავტორი.

წაკითხვა 397 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.