March 28, 2024

"ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე"

ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, „ქართული ოცნება“ პირველსავე ტურში გაიმარჯვებს.

 

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამას ყველა ობიექტური კვლევა ასახავს და მოსახლეობის განწყობა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ და ამის რწმენის საფუძველს არა მხოლოდ კვლევები გვაძლევს, არამედ ყოველდღიური შეხება მოსახლეობასთან. მე და ჩემი კოლეგები, პრემიერ-მინისტრი, გუნდის სხვა წევრები მუდმივად ვხვდებით რეგიონებში მოსახლეობას. მოსახლეობა ხედავს გაკეთებულ საქმეებს, ხედავს, ვინ არის პასუხისმგებლიანი ძალა და დარწმუნებული ვართ, კვლავ ნდობის მანდატს მოგვანიჭებს.

რაც შეეხება ოპოზიციის განწყობებს, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის. მას პრაქტიკულად სხვა არაფერი რჩება, გარდა იმისა, რომ იფიქროს ძალადობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის. აქედან გამომდინარე, არის ეს მზადება. რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან. ყოვლად მიუღებელია. მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

წაკითხვა 380 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 29 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.