ამ გვერდის ამობედვა

საოკუპაციო რეჟიმმა მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა

საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთ კარიდან გატაცებულ მირიან თაზიაშვილს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთას ედავებიან.

 

ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ.

 

შეგახსენებთ, რომ 63 წლის მირიან თაზიაშვილი ათი დღის წინ რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი და მისი უკანონოდ დაკავების დეტალებზე ოჯახს ინფორმაცია არ აქვს.

წაკითხვა 647 ჯერ