ამ გვერდის ამობედვა

რიგები "წითელ ჯვარში" და გზაში გარდაცვლილი ადამიანები - მოსახლეობა ახალგორს ტოვებს

ახალ­გორს ად­გი­ლობ­რი მო­სახ­ლე­ო­ბა "წი­თე­ლი ჯვრის" დახ­მა­რე­ბით ტო­ვებს. ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, რა­ი­ონ­ში ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად დამ­ძიმ­და, რომ "წი­თე­ლი ჯვრის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დამ­სვლელ­თა რი­გე­ბი დგას.

სპე­ცი­ა­ლურ სი­ა­ში მოხ­ვედ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხელს აწე­რენ დო­კუ­მენტს, უკან არ დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ და ახალ­გორს ძა­ლი­ან მცი­რე ბარ­გით ტო­ვე­ბენ, ვინა­ი­დან მძი­მე ტვირ­თის წა­ღე­ბის უფ­ლე­ბა არ აქვთ.

"ცხინ­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მი­აღ­წია იმას, რაც სურ­და, - ეს ნიშ­ნავს, რომ უკან არა­ვინ დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან ბი­ბი­ლო­ვის მო­თხოვ­ნაა, რომ ერთხელ თუ წახ­ვალ, უკან ვერ დაბ­რუნ­დე­ბი. წლე­ბია ამ გა­უ­საძ­ლის პი­რო­ბებს ვით­მენთ, მაგ­რამ გა­უ­საძ­ლის ცხოვ­რე­ბას უსას­რუ­ლოდ ვე­რა­ვინ გა­უძ­ლებს. ის პრობ­ლე­მე­ბი, რაც ადრე მძი­მე გვე­გო­ნა, ახლა სა­სა­ცი­ლოდ გვეჩ­ვე­ნე­ბა. ყვე­ლა გაქ­ცე­ვა­ზეა. ახალ­გო­რი იც­ლე­ბა", - ამ­ბობს ერთ-ერთ ად­გი­ლობ­რი­ვი.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლის თქმით, "წი­თელ ჯვარ­ში" 50-მდე ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა დევს, წას­ვლის 20-მდე მსურ­ველის საქ­მე გან­ხილ­ვა­შია, ასე­ვე, უკან არ­დაბ­რუ­ნე­ბის ხელ­წე­რი­ლით.

 

"ბოლო დროს, 2008 წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად, გარ­დაც­ვლი­ლე­ბის გა­დას­ვე­ნე­ბაც და­ი­წყო. ასე­თი რამ ადრე არ მახ­სენ­დე­ბა... რა ვქნათ, რა გა­ვა­კე­თოთ? რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მხო­ლოდ 8 ექი­მი დარ­ჩა, მათ­გან 3 სტო­მა­ლო­გია და არც ერთი თე­რა­პევ­ტი. დარ­ჩე­ნი­ლებს იმ­დე­ნად მძი­მე მდგო­მა­რე­ობ­ში გვი­წევს ცხოვ­რე­ბა, რომ ყვე­ლა წი­ნა­და­დე­ბის წინ SOS-ს უნდა ვწერ­დე", - ამ­ბობს ის.

 

ახალ­გო­რე­ლე­ბის თქმით, რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს ქი­რურ­გის, 68 წლის ონი­სე გა­თე­ნაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც კო­ვიდ-19-მა იმ­სხვერ­პლა, რა­ი­ონ­ში მიგ­რა­ცია და­ი­წყო, რად­გან ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი იმე­დი იყო. ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ექი­მი, ოჯა­ხის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლი­სის ნაც­ვლად, ოსურ­მა მხა­რემ ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სა­დაც მისი მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და. მა­ლე­ვე პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბის მგო­მა­რე­ო­ბა უმარ­თა­ვი გახ­და და ცხინ­ვა­ლელ­მა ექი­მებ­მა ის თბი­ლის­ში გა­და­ა­მი­სა­მარ­თეს. ონი­სე გა­თე­ნაშ­ვი­ლი ცხინ­ვა­ლი-თბი­ლი­სის გზა­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი ჰყვე­ბა, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებს ექი­მის სა­სი­ცო­ცხლო სა­ჭი­რო­ე­ბის გამო, ცხინ­ვა­ლამ­დე 62 კმ-ის გავ­ლა უწევთ, მაგ­რამ ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სა­თა­ნა­დოდ ვერც ცხინ­ვალ­ში ეხ­მა­რე­ბი­ან და ისევ თბი­ლის­ში უშ­ვე­ბენ. ამა­სო­ბა­ში კი, დრო გა­დის და ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მცირ­დე­ბა.

 

"გრძელ მან­ძილ­თან ერ­თად, ოთხი სა­შინ­ლად ხვე­უ­ლი მთა უნდა გა­და­ვი­ა­როთ, ცხინ­ვალ­ში ჩა­სას­ვლე­ლად, იქ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უნდა და­ვარ­წმუ­ნოთ, რომ არ ვსი­მუ­ლი­ან­ტობთ, არ ვი­გო­ნებთ ინ­სულტს ან რა­ი­მე სხვა და­ა­დავ­დე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ იწყე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას, თა­ნაც იმ შე­საძ­ლე­ბო­ბის ფარ­გლებ­ში, რაც გა­აჩ­ნი­ათ. წლე­ბია, არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვმა ორ ათე­ულს გა­და­ა­ჭარ­ბა და იმედ­საც ვე­ღარ ვხე­დავ, რა­საც აქ დარ­ჩე­ნი­ლე­ბი უნდა მო­ვე­ჭი­დოთ. ამი­ტომ მი­დის ხალ­ხი.

მე ვიცი ერთი ოჯა­ხი, რო­მე­ლიც ორად იყო გა­ყო­ფი­ლი - ცოლი, ორი შვი­ლით აქეთ იყო, ქმა­რი ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. მას შემ­დეგ, რაც ჩა­ვი­კე­ტეთ, მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი კაცი ეხ­ვე­წე­ბო­და ცოლს, - შვი­ლე­ბი აქა­ურ სკო­ლა­ში შე­ვიყ­ვა­ნოთ, მეც პატ­რო­ნი მჭირ­დე­ბაო. ის კი აქა­უ­რო­ბას ვერ ელე­ო­და, ბო­ლოს კაც­მა უთხრა - თუ არ მო­დი­ხარ, მი­თხა­რი და სხვა ცოლს მო­ვიყ­ვა­ნო", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

 

მი­სი­ვე თქმით, წლე­ბია, ად­გი­ლობ­რივ მო­ზარ­დებს, ახალ­გაზ­რდებს არც ერთ სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბა არ ჰქო­ნი­ათ. ისი­ნი არა­ვის ახ­სოვს. ზო­გა­დად, რა­ი­ონ­ში და­ბა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის კად­რე­ბი დარ­ჩნენ, ეს ეხე­ბა, სკო­ლა­საც და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­საც.

 

"ქარ­თუ­ლი მხა­რის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აქ და­საქ­მე­ბულ­თა ლი­მი­ტი შე­ივ­სოს, მაგ­რამ ავი­წყდე­ბა, რომ უდიპ­ლო­მო ექი­მი და მას­წავ­ლე­ბე­ლი არც აქა­უ­რებს გვჭირ­დე­ბა. ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო გარ­ბი­ან. შო­რი­დან კი­დევ არ ჩანს ნათ­ლად ჩვე­ნი უმ­ძი­მე­სი რე­ა­ლო­ბა. გა­დარ­ჩე­ნის­თვის ვიბ­რძვით. ერთ დი­ლას 60 წლამ­დე ქალი ნა­ხეს ლო­გინ­ში გარ­დაც­ვლი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გუ­ლით... დიდი ალ­ბა­თო­ბით, უე­ქი­მო­ბი­თა და უწამ­ლო­ბით მოკ­ვდა ის ქა­ლიც. მე­ზობ­ლებს თვალ­ში და­აკ­ლდათ და მო­ი­კი­თხეს, უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი სა­ქონ­ლის ბღა­ვი­ლიც მოხ­ვდათ ყურ­ში, მი­ა­კი­თხეს და ლო­გინ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. უფრო ად­რეც უნა­ხავთ მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი.

ასე­თი რა­მე­ე­ბის შემ­დეგ, ვის გინ­და უთხრა, რომ არ წა­ვი­დეს, სახ­ლის კარი არ და­კე­ტოს და საფ­ლა­ვე­ბი არ და­ტო­ვოს. ნუ გა­კი­ცხავთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც "წი­თელ ჯვარს" სთხოვს, წამ­სვლელ­თა სი­ა­ში ჩა­წე­რონ. აქ მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი, შვი­ლე­ბი და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ნა­ნო­ბენ, რომ მო­ხუ­ცი მარ­ტო და­ტო­ვეს, არ აი­ძუ­ლეს, რომ მათ­თან ყო­ფი­ლი­ყო. თავს უფ­ლე­ბას არ ვაძ­ლევ, გავ­ჩუმ­დე. ისე გავ­ქრე­ბით, ვე­რა­ვინ შე­ამ­ჩნევს. ვი­თა­რე­ბა დიდი ხა­ნია მიშ­ვე­ბუ­ლია. კო­ვიდ-19-ის პან­დე­მია მძვინ­ვა­რებს და 800-კა­ცი­ან ქორ­წი­ლებს იხ­დიდ­ნენ - კო­რო­ნა არ არ­სე­ბობ­სო. აღარც მი­ლი­ცია მო­უ­წო­დებს ვინ­მეს სიფრ­თხი­ლის­კენ. რაც უფრო აცივ­დე­ბა, მეტი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვებს აქა­უ­რო­ბას, მო­ხუ­ცებს შე­შის მომ­ზა­დე­ბი­სა და სურ­სა­თის მო­მა­რა­გე­ბის თავი არ აქვთ, მით უფრო, რომ უმე­ტე­სო­ბას ყო­ველ­დღი­უ­რად სჭირ­დე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი", - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას.

 

ახალ­გო­რე­ლი აქ­ტი­ვის­ტის ცნო­ბით, რა­ი­ონ­ში სურ­სა­თის დე­ფი­ცი­ტი არ არის, თუმ­ცა, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ფე­რი 4-ჯერ ძვი­რია. გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ შო­უ­ლობს სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბელ მე­დი­კა­მენ­ტებს. მა­გა­ლი­თად, გულ-სის­ხლძარ­ღვთა, დი­ა­ბე­ტი­სა და პარ­კინ­სო­ნის და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ლებ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­რე­შე არი­ან დარ­ჩე­ნილ­ნი.

 

"ზამ­თარ­შიც ახალ­გო­რის ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში თოვ­ლი, ყინ­ვა და ძლი­ე­რი სი­ცი­ვე იცის. ტრან­სპორ­ტიც ხან არის, ხან არა, ისე­ვე, რო­გორც ექი­მი და წა­მა­ლი, თუმ­ცა ექი­მამ­დე რომ მი­ვი­დეთ, ავ­ტო­მან­ქა­ნა ხომ გვინ­და? ამას და­ე­მა­ტა კო­ვიდ-19-იც. ამი­ტო­მაც რა­ი­ო­ნი იც­ლე­ბა", - ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

წაკითხვა 630 ჯერ