March 29, 2024

თურქულმა ბანკებმა აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურება დაიწყეს - რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას

“აფხაზურ საბანკო ბარათს, რომლის გამოყენებაც თურქეთში დაუშვეს, თუ საერთაშორისო ლეგიტიმაცია გააჩნია და მისი გარანტორი რუსული ბანკები არიან, მაშინ ავტომატურად საუბარია რუსულ ბანკებზე, რომლებმაც აღნიშნული საკითხი დაუშვეს. მაგრამ თუ ეს არის აფხაზური ბანკი, ამაზე შესაბამისი გამოძიება უნდა ჩატარდეს და რეაგირება მალევე უნდა მოხდეს”,

- ასე აფასებს “რეზონანსთან” ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი საკითხს ოკუპირებული აფხაზეთის საბანკო ბარათების თურქეთის ბანკებში გამოყენების თაობაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თურქულმა ბანკებმა აფხაზური საბანკო ბარათების მომსახურება დაიწყეს - რა რეაქცია ექნება საქართველოს ხელისუფლებას.

 

“საუბარია აფხაზური “აპრა ვორლდის” საბანკო ბარათებზე, რომლეთა გამოყენებაც თურქულ ბანკებში - “იშ ბანკსა” და “ზირაატ ბანკში” იქნება შესაძლებელი. “რეზონანსი” შეეცადა ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თბილისში მოქმედი “ზირაატ ბანკის” ფილიალს დაკავშირებოდა, თუმცა მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. ზაქარეიშვილის თქმით, თურქეთი საქართველოს მეგობარი სახელწიფოა, რომელიც პატივს სცემს და აღიარებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. აღნიშნული ინფრომაცია კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მთავრობასთან უნდა გადაამოწმოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთი საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, შესაბამისად, ის ასეთ შეცდომებს არ დაუშვებს. ვფიქრობ, ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია. თუ საუბარია კერძო ბანკებზე, კერძო ბანკი შედარებით თავისუფალია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგულაცები და კანონი მას არ ეხება. ვფიქრობ, ამ ვითარებიდან გამოუვალი არაფერია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა მიმართოს თურქეთის მთავრობას და კორექტულად უნდა ესაუბროს, თუ რაშია საქმე და სთხოვოს, რომ ეს საკითხი აღმოფხვრას. მე არ მგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს. ვფიქრობ, მაქსიმუმ ოთხ დღეში ეს საკითხი მოგვარდება. თურქეთი ძალიან მკაფიოდ და ცალსახად იცავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ასევე მის ფინანსურ სუვერენიტეტსაც. ამიტომ დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი სულ მალე მოგვარდება. მე ის შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ ეს იქნება კერძო ბანკები და არა თურქეთის სახელმწიფო ბანკები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ზოგადად, კერძო ბანკებს თავისი ინტერესები აქვთ. როგორც წესი, აფხაზეთთან არსებული საბანკო ბარათები რუსეთთან არის ჰარმონიზაციაში. ამიტომ არც ისაა გამორიცხული, ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს რუსული ბანკის ფილიალია. ნებისმიერ შემთხვევაში, ამას დასჭირდება გამოძიება და თუ აღმოჩნდა, რომ წმინდა წყლის რუსული ბანკია, რაც გამორიცხული ასევე არაა, ამაზეც უნდა მოხდეს რეაგირება და თუ ეს არის აფხაზური ბანკი, მაშინ თურქეთს ამაზეც ექნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთში რუსული ბანკის ბარათები მოქმედებს. ეს საკითხი კი უფრო ღრმად ფინანსისტებმა უნდა გაარკვიონ. თუ ამ “აპრას” ბარათებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია გააჩნია და მისი გარანტორი რუსული ბანკებია, მაშინ საუბარია რუსულ ბანკებზე, მაგრამ თუ ეს არის აფხაზური ბანკი, მაშინ, რა თქმა უნდა, თურქეთი ამაზე რეაგირებას მოახდენს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 632 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.