ოკუპირებულ გალში ხანძრის გამო ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუირების გადაწყვეტილება მიიღეს

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის რამდენიმე სოფელში, ზემო-ბარგებში, სიდასა და რეპო-ეწერში, ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზაცია ვერ მოხერხდა და ახლომდებარე სახლებამდე მიაღწია.

 

„ყველა შესაბამისი სამსახურის სწრაფი რეაგირებისა და ადგილობრივი მცხოვრებლების მცდელობის მიუხედავად, ხანძარი სახლებსა და ხის შენობებს მოედო”, - იუწყება ადგილობრივი მედია.

 

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების ფართობი და მასშტაბები ზუსტდება.

წაკითხვა 543 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.