April 26, 2024

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ გუგუტიანთკარის მკვიდრი დააკავეს

მიმდინარე წლის 2 თებერვალს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს ამავე სოფლის მკვიდრი, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურდა ცხელი ხაზი. მომხდარის შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. ასევე, მოხდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება.

 

უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას“, – აცხადებენ სუს-ში.

 

მათივე ცნობით, არსებული მექანიზმების გამოყენებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიმართულებით.

წაკითხვა 462 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.