"საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს"- სუს-ი
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ლოპანის მიმდებარედ, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკანონო დაკავების წუთიდან, მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია "ცხელი ხაზით", ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად არის ჩართული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს დროში გათავისუფლებისათვის მიმდინარე აქტივობებში.
როგორც სუს-ში აცხადებენ, უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.
მათივე განცხადებით, უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება.
სიახლეები
- "შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებებისთვის" - ირაკლი კობახიძე
- "მეთოდები, რომლებსაც დღეს ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ, ძალიან რუსული, დაშინების მეთოდია" - პრეზიდენტი
- პარლამენტთან აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება
- "გამჭვირვალობის კანონი ქმნის მტკიცე გარანტიებს გრძელვადიანი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებელი პირობაა"