ამ გვერდის ამობედვა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზარდიანთკართან უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, სოფელ ზარდიანთკართან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო ბორდერიზაციის სამუშაოები განახორციელეს.

როგორც სუს-ში აცხადებენს, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

 

„უკანონო ბორდერიზაციას ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰქონდა ადგილი. ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი“, - განაცხადეს უწყებაში.

წაკითხვა 296 ჯერ