ამ გვერდის ამობედვა

პუტინმა ოკუპირებულ აფხაზეთთან მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას „რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოგვარებასთან “დაკავშირებით. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

შეთანხმება 2022 წლის 27 სექტემბერს იყო ხელმოწერილი. შემდეგ მისი რატიფიცირება რუსეთის სახელმწიფო დუმამ და სოხუმის ე.წ. პარლამენტმა მოახდინა.

შეთანხმება აფხაზეთის მოსახლეობას აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეობის მიღების უფლებას აძლევს. იმ პირებს, ვისაც 2008 წლის 26 აგვისტომდე აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა ჰქონდათ, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული პროცედურით შეძლებენ.

რაც შეეხება ჯარში გაწვევას, ის იმ ტერიტორიაზე მოხდება, სადაც ადამიანი მუდმივად ცხოვრობს.

წაკითხვა 520 ჯერ

სიახლეები