ამ გვერდის ამობედვა

თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტი დაჭრეს

თელავში ახალგაზრდა დაჭრეს.

შემთხვევა იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში მოხდა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი.

შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

წაკითხვა 742 ჯერ