უნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი - მეუფე იაკობი დავით გარეჯში არსებულ პრობლემაზე საუბრობს

დავით გარეჯის ლავრაში მიტროპოლიტ იობის მწვავე ქადაგების შემდეგ ქორეპისკოპოსი იაკობი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ის მხარეებს მიმართავს, რომ ნუ გააკეთებენ მწვავე განცხადებებს. ქორეპისკოპოსი იაკობი, ნაწილობრივ, გაემიჯნა მეუფე იობის სკანდალურ ქადაგებას.

მეუფე იაკობი უახლეს დღეებში ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას და თავისი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს. ის აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრასაც გეგმავს.

მეუფე იაკობის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კომისია იმ ადამიანებით დაკომპლექტდეს, რომელსაც საზოგადოების ნდობა ექნება. თავად მეუფე იაკობი ამბობს, რომ ის ყველას არ ენდობა.

„რაც არ მომისმენია, რა გითხრათ, არ მომისმენია. მე გასაგებად ვთქვი, რომ აგრესია არ უნდა გვქონდეს მეზობელ სახელმწიფოსთან. ისინი თავის საქმეს აკეთებენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს. უნდა ცივილიზებულად გავარკვიოთ საზღვრის საკითხი. ჩემი აზრი მასეა. გუშინ ღვინის გადაღების ფესტივალი მქონდა და ღვინო გადავიღე, მაგდენი არ ვიცი. თქვენ მონი, ხედავთ, მუფთებთან, შეიხებთან როგორი ურთიერთობები გვაქვს.

"კომისია სულ იყო, 28 წლის მანძილზე იყო, მაგრამ, ალბათ, ისეთი ხალხი უნდა იყოს კომისიაში, ნდობა ჰქონდეთ ხალხის. ჩვენი მხარე ვერ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. ეს წლების მანძილზე გრძელდებოდა. არ არის ეს ამ ხელისუფლების პრობლემა, ყველა ხელისუფლებას პრობლემა ჰქონდა მაგასთან. მთავარია, უნდა ვნახოთ კომისიაში ჩვენთვის სანდო ხალხი იყოს. მე, მაგალითად, ყველას არ ვენდობი, ალბათ, გამოჩნდება. ვიტყვი, თუ ისეთი ადამიანები შევიდნენ, ვისი სანდოობაც არ შეიძლება, სხვისთვის შეიძლება სანდო იყოს, მაგრამ მე მაქვს მყარი მოსაზრებები, რატომ არ შეიძლება ზოგიერთის იქ ყოფნა,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ მწვავე ქადაგებით მეუფე იობმა მრევლს დავით გარეჯის აღდგომის ტაძარიდან მიმართა. მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

http://rustavi2.ge

წაკითხვა 811 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.