ამ გვერდის ამობედვა

TV რიონის ჟურნალისტი ჰომოფობიური შინაარსის განცხადების შემდეგ ამბობს, რომ არხს ტოვებს

ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტი, გადაცემა ჩვენი შუადღის წამყვანი, სოფო რაჭველი ჰომოფობიური შინაარსის განცხადების შემდეგ ამბობს, რომ არხს თავისი სურვილით ტოვებს.

ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. იმავეს ამბობენ ტელეკომპანიაში On.ge-სთან საუბრისას.

8 მაისს გადაცემის პირდაპირ ეთერში წამყვანმა სტუმართან ერთად ლგბტ თემი შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენია. TV რიონის ინფორმაციით, გადაცემა ტელეკომპანიის თვითრეგულირების საბჭომ თავისი სურვილით განიხილა და დაადგინა, რომ წამყვანმა მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული მრავალფეროვნების დაცვის პრინციპი დაარღვია.

რიონმა პირდაპირ ეთერში გასული გადაცემის გამო იმ ადამიანებს, ვინც თავი შეურაცხყოფილად იგრძნო, ბოდიში მოუხადა. მათივე თქმით, ყველას აქვს აზრის ქონისა და გამოხატვის უფლება, თუმცა, ტელევიზია თვლის, რომ სიძულვილის ენის გამოყენება დაუშვებელია. რაც შეეხება გადაცემის წამყვანს, ის ამბობს, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს. ჟურნალისტის მიერ ქცევის კოდექსის შესაძლო დარღვევის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართეს. 

on.ge

წაკითხვა 892 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 13 2019