"დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე ჩემი დე... გაიწიე თორე გაგჭრი შუაში“ - მთაწმინდის მე-18 უბანზე, დამკვირვებელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

"დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე ჩემი დე... გაიწიე თორე გაგჭრი შუაში,“ - ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება  მთაწმინდის მე-18 უბანზე.

დაპირისპირება არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელსა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერს შორის მოხდა.

სიტყვიერი დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც დამკვირვებელი დაინტერესდა, რატომ ისმოდა საარჩევნო უბანთან გინების ხმა. სწორედ ამ კითხვით მიმართავდა ის საარჩევნო უბანთან მყოფ ერთ-ერთ პირს, პარალელურად კი მობილური ტელეფონით ვიდეოს იღებდა. ამავდროულად, ადგილზე მყოფი მეორე პირი, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, ამ ფაქტმა გააღიზიანა და ამომრჩეველს ვიდეოს გადაღების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.  

სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, დამკვირვებლის კითხვამ ისე გააღიზიანა, რომ ტელეფონის დამტვრევითაც დაემუქრა.  

„ნუ უღებ ეხლა, გაიწიე ეხლა... გაწიე კამერა, თორე შემოგარტყი. რას დასდევ, დაგიგდებ ტელეფონს, გაიწიე ჩემი დე... გაიწიე თორე გაგჭრი შუაში,“ - მიმართა სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა ამომრჩეველს.   

ინციდენტის შემდეგ, სამართლადამცველებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

http://rustavi2.ge

წაკითხვა 153 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.