ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნას ენგურის ხიდზე დაწესებული შეზღუდვები"

ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა ის არის, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია ენგურის ხიდზე, 

- ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.


„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამ მდგომარეობის ფაქტობრივი მძევლები არიან. სწორედ მათზე აისახება ყველაზე სწრაფად, მტკივნეულად, მოვლენების განვითარება, ნაბიჯი, რომელსაც გადადგამს საოკუპაციო რეჟიმი. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება, ჩემი აპარატი და ყველა შესაბამისი სტრუქტურა, ვცდილობთ იმას, რომ მათი ინტერესებიდან გამომდინარე ეს შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას. დღეს მთავარი პრიორიტეტი არის ამ ხალხის ინტერესი. მათთვის გადაადგილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შეზღუდვები კი ხელოვნურად ხდება“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს, განსაკუთრებით კი აბიტურიენტებს აწუხებთ.


„ვიცი, რომ ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ახალგაზრდებს, ყველაზე მეტად კი აბიტურიენტებს აწუხებთ, განსაკუთრებით გალში, რომელთაც უნდათ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის. განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ ვითარების გამო, მათ არ შეეზღუდოთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის შესაძლებლობა. ჩვენი მთავარი ამოცანა ის, არის, რომ რაც შეიძლება მალე მოიხსნას ის შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია ენგურის ხიდზე“, -აღნიშნა ციხელაშვილმა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

წაკითხვა 733 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 28 2019