ამ გვერდის ამობედვა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან „საზღვრის“ რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

 

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 755 ჯერ