ამ გვერდის ამობედვა

"ქართული მხარე არ წყვეტს რევანშისტული განცხადებების გაკეთებას, რითაც კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას"

საქართველოს მხარე არ წყვეტს თავისი რევანშისტული განცხადებების გაკეთებას და ამით კიდევ უფრო ძაბავს ისედაც რთულ სიტუაციას "სამხრეთ ოსეთის" "საზღვარზე", - ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამი.

 

„საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებების სეგმენტში შესაშური თანმიმდევრობით ჩნდება პუბლიკაციები, რომლებშიც ისმის მსგავსი განცხადებები“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ამასთან დაკავშირებით „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი“ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული საქართველოს მხარის მოქმედებები ოსური სოფლის უისტას რაიონში სიტუაციის დესტაბილიზაციის პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

 

„სრული პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს მხარეს ეკისრება“, - ნათქვამია განცხადებაში.

წაკითხვა 778 ჯერ