ამ გვერდის ამობედვა

"უდიდესი მადლიერების ნიშნად" ცხინვალში ცენტრალური ქუჩა ვლადიმერ პუტინის სახელობის გახდა

ოკუპირებულ ცხინვალში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელობის გახდება.

ინფორმაციას ამის შესახებ დე-ფაქტო ხელისუფლების გამოცემა რესი ავრცელებს.

 

ქუჩა აქამდე მოსკოვის სახელობის იყო. ცხინვალის დე-ფაქტო მერის ინფორმაციით, გადაწყვეტილება პუტინის დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღეს, "უდიდესი მადლიერების ნიშნად".

 

სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქუჩაზე, რომელმაც პუტინის სახელი უნდა ატაროს დიდების ხეივანი, მოედანი, ავტოსადგური და საუნივერსიტეტო კომპლექსი აშენდება. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ოკუპირებულ რეგიონში სახელები რუსეთის ინტერესების შესაფერისად იცვლება. მაგალითად, ქალაქ ახალგორს საოკუპაციო რეჟიმმა ლენინგორი დაარქვა. 

წაკითხვა 669 ჯერ