ამ გვერდის ამობედვა

ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წელი და 9 თვე მიუსაჯა

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რის, და­ვით ასა­თი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს 1 წლით და 9 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა.

 

„ცხინ­ვა­ლის რე­ჟიმ­მა ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და­სა­ჯა თა­ვი­სი პრინ­ცი­პუ­ლი და პატ­რი­ო­ტუ­ლი პო­ზი­ცი­ი­სათ­ვის - 1 წელი და 9 თვე“, - წერს ასა­თი­ა­ნი „ფე­ის­ბუქ­ში“.

 

 

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ცნო­ბი­ლი ექი­მი-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი 9 ნო­ემ­ბერს, ახალ­გო­რის რა­ი­ონ­ში და­ა­კა­ვეს. ექი­მის ოჯა­ხი ვა­რა­უ­დობს, რომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ახალ­გორ­ში და­შა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა სურ­და.

 

 

დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გან­ზრახ დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა რუ­სე­თის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 322-ე მუხ­ლით, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 200 000 რუბ­ლით და­ჯა­რი­მე­ბას, ორ წლამ­დე იძუ­ლე­ბით სა­მუ­შა­ო­ებს, ან ორ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას. 15 ნო­ემ­ბერს, ე.წ. ლე­ნინ­გო­რის სა­სა­მარ­თლომ ვაჟა გაფ­რინ­დაშ­ვილს ორ­თვი­ა­ნი წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 608 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 20 2019

სიახლეები